-
გონივრული რჩევა დაუქორწინებლებსა და დაქორწინებულებსსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
-
-
7. მოიყვანეთ დაუქორწინებელი დების მაგალითი, რომლებმაც თავიანთი მდგომარეობა სამეფო საქმეში მეტი მონაწილეობის მისაღებად გამოიყენეს.
7 ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი თავის მდგომარეობას სამეფო საქმეში მეტი მონაწილეობის მისაღებად იყენებს. ორი ბოლივიელი დაუქორწინებელი პიონერი და, სარა და ლიმბანია, გადავიდნენ სოფელში, სადაც წლების განმავლობაში მოწმეებს არ უქადაგიათ. იყო მათთვის პრობლემა ის, რომ ელექტროენერგია არ ჰქონდათ? მათ თქვეს: „ხალხს არც რადიო და არც ტელევიზორი ჰქონდა. ასე რომ, თავისუფალ დროს კითხვაში ატარებდნენ“. სოფლის ზოგიერთმა მკვიდრმა პიონერებს აჩვენა იეჰოვას მოწმეების მიერ დიდი ხნის წინ გამოცემული პუბლიკაციები, რომელთაც ჯერ კიდევ კითხულობდნენ. თითქმის ყველა დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით, ამიტომ დებს უჭირდათ ყველას მონახულება. ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა მათ უთხრა: „როგორც ჩანს, აღსასრული ახლოსაა, რადგან იეჰოვას მოწმეებმა ჩვენამდეც მოაღწიეს“. იმ სოფელში ზოგმა მალე კრების შეხვედრებზე დაიწყო სიარული.
-
-
გონივრული რჩევა დაუქორწინებლებსა და დაქორწინებულებსსაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ოქტომბერი
-
-
9 შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა დაუქორწინებელმა პიონერმა დამ დაწერა: „ზოგი თვლის, რომ ბედნიერება დაუქორწინებელთათვის არ არსებობს. მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ ბედნიერება იეჰოვასთან მეგობრობაზეა დამოკიდებული. თუმცა დაუქორწინებლობა მსხვერპლია, მაგრამ ის საოცარი ძღვენიცაა, თუ მას სწორად გამოიყენებ“. შემდეგ მან დასძინა: „ბედნიერებისთვის დაუქორწინებლობა დაბრკოლება კი არ არის, არამედ პირიქით, ხელს უწყობს მას. ვიცი, რომ იეჰოვას ყველა უყვარს მიუხედავად იმისა, დაქორწინებულია თუ — არა“. ის სიხარულით მსახურობს იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.
-