-
საშიშია მზეზე დიდხანს ყოფნა?გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
-
-
კანისთვის საშიში
მსოფლიოში კიბოს დაავადებათა ერთი მესამედი კანის კიბოზე მოდის. ყოველ წელს მელანომის, კანის კიბოს ყველაზე საშიში ფორმის 130 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აგრეთვე 2-დან 3 მილიონამდე ადამიანი კიბოს ისეთი ფორმებით ავადდება, როგორიცაა ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცენომები. ვარაუდობენ, რომ ყოველ წელს კანის კიბოთი დაახლოებით 66 000 ადამიანი კვდება.a
რა ზიანს აყენებს მზის სხივები კანს? ცნობილია, რომ მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში კანი იწვება ან ვითარდება ერითემა. ამ დროს შეიძლება გაჩნდეს ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანმა აქერცვლა დაიწყოს.
დამწვრობას ადამიანი მაშინ იღებს, როცა ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს ეპიდერმისის უჯრედების უმეტესობას და აზიანებს კანის ღრმა შრეებს. კანის ფერის შეცვლა მისი დაზიანების ნიშანია. კანის კიბო მაშინ ჩნდება, როდესაც კანის უჯრედების ზრდასა და დაყოფაზე პასუხისმგებელი დნმ ზიანდება.
-
-
საშიშია მზეზე დიდხანს ყოფნა?გამოიღვიძეთ! — 2009 | ივნისი
-
-
კიბოს შემთხვევაში მზის დასხივება ორგვარ დარტყმას აყენებს ორგანიზმს. ერთი, რომ აზიანებს დნმ-ს, მეორე, ისე აქვეითებს იმუნიტეტს, რომ ორგანიზმს გამოჯანმრთელების საშუალებას არ აძლევს.
-