-
ადგილი არ მისცეთ ეშმაკსსაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 იანვარი
-
-
ნუ დაემსგავსებით მთავარ ცილისმწამებელს
4. როგორ დასწამა ცილი „ბოროტმა“ ღმერთს?
4 ეს „ბოროტი“ ქმნილება მართლაც იმსახურებს ეშმაკის წოდებას, რადგან ცილისმწამებელია. ის, ვინც ცილს სწამებს სხვას, მატყუარა და ბოროტია; ის უსირცხვილოდ სცხებს ჩირქს სხვებს. ღმერთმა ადამს უბრძანა: „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბადება 2:17). ამ ბრძანების შესახებ ევამაც იცოდა, მაგრამ ეშმაკმა გველის გამოყენებით მას უთხრა: „არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:4, 5). ეს ბოროტი ცილისწამება იყო იეჰოვა ღმერთის შესახებ!
-
-
ადგილი არ მისცეთ ეშმაკსსაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 იანვარი
-
-
ბიბლიაში ეშმაკზე ნათქვამია, რომ ის „ჩვენი ძმების ბრალმდებელია, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე“ (გამოცხადება 12:10). ეს უსამართლოდ დადანაშაულებული ძმები ბოლო დღეებში მცხოვრები სულით ცხებული ქრისტიანები არიან.
-