საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მონების მიერ განვლილი გზა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • XVI—XIX საუკუნეებში სავარაუდოდ 12 მილიონი აფრიკელი ჩაიყვანეს ატლანტის ოკეანით ახლად აღმოჩენილ მიწაზე პლანტაციებში და მაღაროებში სამუშაოდ. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი (American Slavery—1619—1877), მონების დაახლოებით 85 პროცენტი ბრაზილიაში და კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე არსებულ ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის კოლონიებში გადაიყვანეს. დაახლოებით 6 პროცენტი იმ კოლონიებში გადაიყვანეს, რომლებიც მოგვიანებით შეერთებული შტატების ნაწილი გახდა.a

  • მონების მიერ განვლილი გზა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • ხანგრძლივი და საზარელი ისტორია

      ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში არაბი ვაჭრები აფრიკელი მმართველებისგან ყიდულობდნენ ტყვეებს. მოგვიანებით, მონათვაჭრობაში ევროპის ძლიერი ქვეყნებიც ჩაებნენ, განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტზე თავიანთი კოლონიების დაარსების შემდეგ. იმ პერიოდში ტომობრივი დაპირისპირების შედეგად აფრიკაში იზრდებოდა ტყვეების და, შესაბამისად, მონების რიცხვიც. ამგვარად, დაპირისპირებები და ომი მომგებიან საქმედ იქცა, როგორც გამარჯვებული მხარისთვის, ისე ხარბი მონათვაჭრებისთვის. მონებს აგრეთვე სხვა გზითაც იგდებდნენ ხელში: იტაცებდნენ ან უშუალოდ აფრიკელი ვაჭრებისგან ყიდულობდნენ. მონად ნებისმიერი ადამიანის გაყიდვა შეიძლებოდა, თვით წარჩინებული პირისაც კი, რომელსაც მეფის კეთილგანწყობა ჰქონდა დაკარგული.

  • მონების მიერ განვლილი გზა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მაისი
    • [ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

      „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“

      ბევრს სჯერა, რომ მონათვაჭრები თავიანთ „ნადავლს“ იმით იგდებდნენ ხელში, რომ სოფლებს თავს ესხმოდნენ და მათ იტაცებდნენ, ვინც მოესურვებოდათ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ასეც ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მონათვაჭრები ვერ წაიყვანდნენ მონებად მილიონობით ადამიანს „დიდ სავაჭრო ქსელში ჩაბმულ აფრიკელ მმართველებთან და ვაჭრებთან შეთანხმების გარეშე“, — აღნიშნა აფრიკის ისტორიის პროფესორმა რობერტ ჰარმსმა რადიოინტერვიუში. როგორ მართლდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“! (ეკლესიასტე 8:9).

      [საავტორო უფლება]

      © Réunion des Musées Nationaux/Art Resource, NY

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება