-
მონობა წარსულში და დღესსაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 2
-
-
ომები ხელს უწყობს მონათვაჭრობას
ისტორიიდან ჩანს, რომ ომი ხალხის დამონების ყველაზე იოლი გზაა. მაგალითად, ეგვიპტის ფარაონმა, თუტმოს III-მ, ქანაანიდან ერთ-ერთი სამხედრო ლაშქრობის დროს 90 000 ტყვე წაასხა. ეგვიპტელები მათ მონურად ამუშავებდნენ მაღაროებში, აიძულებდნენ, აეგოთ ტაძრები და გაეყვანათ არხები.
რომის იმპერიის მმართველობის დროს ომების შედეგად მრავალი ადამიანი იქცა მონად. ზოგჯერ მონათა რიგები რომ შეევსოთ, ომებს აჩაღებდნენ. მიიჩნევენ, რომ I საუკუნეში რომის მოსახლეობის თითქმის ნახევარს მონები შეადგენდნენ. მრავალ ეგვიპტელ და რომაელ მონას სასტიკად ექცეოდნენ და მძიმე სამუშაოს ასრულებინებდნენ. მაგალითად, რომის მაღაროებში მომუშავე მონებს იმდენად გაუსაძლისი ყოფა ჰქონდათ, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, სულ რაღაც, 30 წელი იყო.
სამწუხაროდ, დროის სვლასთან ერთად მონების მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. XVI—XIX საუკუნეებში აფრიკისა და ამერიკის კონტინენტებზე მონებით ვაჭრობა ერთ-ერთ ყველაზე სარფიან საქმედ ითვლებოდა. როგორც იუნესკოს ანგარიშიდან ვიგებთ, იმ დროს, სავარაუდოდ, 25-დან 30 მილიონამდე კაცი, ქალი თუ ბავშვი გაიტაცეს და გაყიდეს. ასობით ათასი ტყვე მაშინ დაიღუპა, როცა მათ იძულებით გადააკვეთინეს ატლანტის ოკეანე. ამ ტყვეთაგან ერთ-ერთი გადარჩენილი ოლაუდა ეკვიანო იხსენებდა: „გემზე ქალების განწირული კივილი და მომაკვდავთა გმინვა ისმოდა; ეს ნამდვილი კოშმარი იყო, რაც შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე“.
-
-
მონობა წარსულში და დღესსაგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 2
-
-
მონობისგან თავის დაღწევა
სასტიკმა მოპყრობამ მრავალ მონას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ უბიძგა. ძვ. წ. I საუკუნეში სპარტაკმა, რომელიც გლადიატორი იყო, დაახლოებით 100 000 მონასთან ერთად რომის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. საბოლოოდ აჯანყებულები დამარცხდნენ. XVIII საუკუნეში კარიბის ზღვის კუნძულ ესპანიოლაზე (დღევანდელი ჰაიტი) შაქრის პლანტაციებში მომუშავე მონები არაადამიანური მოპყრობის გამო თავიანთ ბატონებს აუჯანყდნენ. ამას 13-წლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რაც იმით დასრულდა, რომ 1804 წელს შეიქმნა ჰაიტის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
-