-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„აღარ იქნება არანაირი წყევლა. ღვთისა და კრავის ტახტი იქნება ქალაქში და ღმერთს თავისი მონები წმინდა მსახურებას შეუსრულებენ, იხილავენ მის სახეს და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ“ (გამოცხადება 22:3, 4).
-
-
ბრწყინვალე ქალაქიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
28. რატომ აწერიათ შუბლებზე ახალი იერუსალიმის მკვიდრთ ღვთის სახელი და რა ბედნიერი მომავალი ელით მათ?
28 იოანეს მსგავსად ყველანი, ვინც ზეციერი ქალაქის მკვიდრნი გახდებიან, ღვთის მონებად იწოდებიან. მათ შუბლებზე გარკვევით აწერიათ ღვთის სახელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვაა მათი პატრონი (გამოცხადება 1:1; 3:12). მათთვის, როგორც ახალი იერუსალიმის მკვიდრთათვის, დიდი პატივი იქნება ღვთისთვის წმინდა მსახურების შესრულება. როცა იესო დედამიწაზე იყო, მან მომავალ მმართველებზე ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:8). რა ბედნიერებაა ამ მონებისთვის პირადად იხილონ იეჰოვა და თაყვანის სცენ მას!
-