-
როგორ გავიუმჯობესოთ ძილიგამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ზრდასრულ ადამიანთა შორის ქრონიკული უძილობა ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ხვრინვასთან. თუ ოდესმე გძინებიათ იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ხვრინავს, ცხადია, ძალიან შეწუხდებოდით. ხვრინვა შეიძლება გამოწვეული იყოს ძილში აპნოეს (სუნთქვის დროებითი შეჩერება) შეტევით, რომლის დროსაც მძინარე ადამიანს დროებით ეკეტება ხორხი, რის გამოც ჰაერი ვეღარ აღწევს ფილტვებამდე. ამ სინდრომის მკურნალობის მიზნით თავდაპირველად ავადმყოფს ურჩევენ წონაში დაკლებას, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავებასა და იმ მედიკამენტების მორიდებას, რომლებიც კუნთების მოდუნებას იწვევს. ამასთანავე, მას შეიძლება დაუნიშნონ სპეციალური მედიკამენტები ან ურჩიონ პირის ღრუში მოსათავსებელი სტომატოლოგიური მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალ სუნთქვას; შესაძლებელია, შესთავაზონ ჰაერგამტარი გზების ფუნქციონირების ხელშემწყობი სპეციალური აპარატის გამოყენებაa.
უფრო სერიოზულ შემთხვევებში შესაძლოა აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევა და ოპერაციების გაკეთება ხორხზე, ყბაზე, ენაზე ან ცხვირზე, რათა ადამიანს უფრო გაუადვილდეს სუნთქვა.
-
-
როგორ გავიუმჯობესოთ ძილიგამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
a ავადმყოფს სძინავს პატარა ნიღბით, რომელიც კომპრესორიდან იღებს ჰაერს მასთან შეერთებული ელასტიკური მილის მეშვეობით. ჰაერის უწყვეტი ნაკადი ხელს უწყობს იმას, რომ სასუნთქი გზები ღია იყოს და ადამიანსაც თავისუფლად შეეძლოს სუნთქვა.
-