-
ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
როგორც ჩანს, ძილი ჩვენს მადაზეც ახდენს გავლენას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძილი, როგორც შექსპირმა თქვა, მართლაც „ამ ცხოვრების მონადიმეთა მსაზრდოებელია“. ძილის ნაკლებობას ჩვენი ტვინი აღიქვამს ისე, როგორც საკვების ნაკლებობას. ძილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ ლეპტინს, რომელიც, ჩვეულებრივ, ტვინს დანაყრების შესახებ აცნობებს. როდესაც საჭიროზე მეტხანს გვღვიძავს, ორგანიზმში ნაკლები რაოდენობით ლეპტინი წარმოიქმნება და, შედეგად, ნახშირწყლების მიღების დიდი მოთხოვნილება გვიჩნდება. ამგვარად, ძილის ნაკლებობის გამო შეიძლება საჭიროზე მეტი რაოდენობით ნახშირწყლები მივიღოთ და, საბოლოო ჯამში, გავსუქდეთ კიდეც
-
-
ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
[ჩარჩო/სურათი 14 გვერდზე]
გამოუძინებლობის შედეგები
ხანმოკლე შედეგები
◼ თვლემა
◼ გუნების მოულოდნელი ცვლილებები
◼ მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება
◼ შემოქმედებითი თუ სხვადასხვაგვარი საქმის შესრულების, აგრეთვე დაგეგმვის უნარის დაქვეითება
◼ ყურადღების გაფანტვა
ხანგრძლივი შედეგები
◼ გასუქება
◼ ნაადრევი დაბერება
◼ ქრონიკული დაღლილობა
◼ ინფექციებით, დიაბეტით, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დასნეულების საფრთხის ზრდა
◼ მეხსიერების ქრონიკული დაქვეითება
-