საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
    • ჩაძინებიდან დაახლოებით ორ საათში ჩვენი თვალები იწყებს სწრაფ მოძრაობას. ამ მოვლენაზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა ძილი ორ ძირითად ფაზად დაყვეს: სწრაფი ძილი (როდესაც თვალები სწრაფად მოძრაობს) და ნელი ძილი. ნელი ძილი კი, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს ოთხ ფაზად, რომელთა გავლითაც ადამიანი თანდათანობით უფრო და უფრო ღრმა ძილში გადადის. ღამის ჯანსაღი ძილის დროს სწრაფი ძილის ფაზა რამდენჯერმე აღმოცენდება და ისევ ნელ ძილს ენაცვლება.

      სიზმრების ნახვა, უმეტესწილად, სწრაფი ძილის დროს ხდება. ამ დროს კუნთები მაქსიმალურად მოდუნებულია, რის წყალობითაც ადამიანი დასვენებული და ძალაგანახლებული იღვიძებს. გარდა ამისა, ზოგი მკვლევარი თვლის, რომ სწორედ ამ ფაზის დროს იბეჭდება ახალშეძენილი ინფორმაცია ჩვენს გრძელვადიან მეხსიერებაში.

      ღრმა ძილის დროს (ნელი ძილის მე-3 და მე-4 ფაზებში) არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე მაქსიმალურად ეცემა, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემას დასვენების საშუალებას აძლევს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს. ამასთანავე, ნელი ძილის დროს ხდება ზრდის ჰორმონის ყველაზე დიდი რაოდენობით გამომუშავება — ღამით ზოგი მოზარდის ორგანიზმში ზრდის ჰორმონი 50-ჯერ მეტი რაოდენობით წარმოიქმნება, ვიდრე დღის განმავლობაში.

  • ძილი ზედმეტი ბარგი თუ მწვავე საჭიროება?
    გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
    • [სქემა 13 გვერდზე]

      (სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

      გამარტივებული დიაგრამა

      ძილის ფაზები

      ღვიძილი

      სწრაფი ძილი

      ნელი ძილი

      ზერელე ძილი 1

      2

      3

      ღრმა ძილი 4

      1 2 3 4 5 6 7 8

      ძილის საათები

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება