-
იოანე ნათლისმცემელი — ის სიხარულს არ კარგავდასაგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
-
-
სიხარულს არ დავკარგავთ, თუ დავაფასებთ იმ დავალებას, რასაც დღეს გვაძლევს იეჰოვა. ზემოთ მოხსენიებული ტერი აღნიშნავს: „მთელი ყურადღება მიღებულ დავალებაზე გადამქონდა“. სრული დროით მსახურებაში გატარებულ წლებზე ის ამბობს: „წარსულს სიამოვნებით ვიხსენებ და არა სინანულით“.
ღვთის მსახურებაში მეტ სიხარულს ვიგრძნობთ, თუ ვიფიქრებთ, რატომ არის ნებისმიერი თეოკრატიული დავალება და პასუხისმგებლობა განსაკუთრებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ღვთის თანამშრომლად“ ყოფნა დიდი პატივია (1 კორ. 3:9). როგორც გაპრიალება უნარჩუნებს ბზინვარებას ძვირფას ნივთს, ისე ღვთის თანამშრომლად ყოფნის პატივზე ფიქრი გვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში. ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი სხვისას არ უნდა შევადაროთ და არც ჩვენი დავალება უნდა გავაუბრალოოთ იმის გამო, რომ სხვას უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია (გალ. 6:4).
-
-
იოანე ნათლისმცემელი — ის სიხარულს არ კარგავდასაგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
-
-
სიხარულს შევინარჩუნებთ, თუ ყურადღებას იმ კარგ შედეგებზე გადავიტანთ, რაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს მოჰყვება
თუ იოანეს მსგავსად ყურადღებას სულიერზე გადავიტანთ, ნებისმიერ ვითარებაში სიხარულსა და მოთმინებას შევინარჩუნებთ (კოლ. 1:9—11). ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი გვეხმარება, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მსახურება ფუჭი არ არის (1 კორ. 15:58). სანდრა აღნიშნავს: „ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ღმერთთან მაახლოებს. ეს მეხმარება, რომ იეჰოვაზე უფრო მეტი ვიფიქრო, ვიდრე საკუთარ თავზე“. ნამდვილად ასეა! თუ ყურადღებას იმ საქმეებზე გადავიტანთ, რასაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ასრულებს, საკუთარ თავზე ნაკლებად ვიფიქრებთ. სანდრა განაგრძობს: „JW მაუწყებლობის® ყოველთვიური პროგრამა გვეხმარება, უფრო ახლოს ვიგრძნოთ თავი ღვთის ორგანიზაციასთან და ჩვენი დავალება სიხარულით შევასრულოთ“.
მსახურების ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იოანე ნათლისმცემელი ყველაფერს „ელიას სულითა და ძალით“ აკეთებდა. ელიას მსგავსად ისიც „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (ლუკ. 1:17; იაკ. 5:17). თუ იოანესავით მადლიერებას გამოვავლენთ და ყურადღებას სულიერზე გადავიტანთ, რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის მსახურებაში სიხარულს არ დავკარგავთ.
-