საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ჩვენ შევძელით თავის დანებება — თქვენც შეძლებთ!“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | დეკემბერი 8
    • „გვინდოდა, უფროსებივით მოვქცეულიყავით და ყველაფერი გამოგვეცადა“ (აკიო, ოსამუ და იოკო).

      „გახდომა მინდოდა“ (ცუია).

      „მაინტერესებდა, რა იყო“ (ტოშიჰირო).

      „არ გვეგონა, რომ თამბაქო ცუდად იმოქმედებდა ჩვენზე“ (რიოჰეი, ჯუნიჩი და იასუჰიკო).

      „გულისრევისგან გათავისუფლება მინდოდა, როდესაც მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ“ (ჩიეკო).

      „იმ მიზნით დავიწყე, რომ საქმიანი შეხვედრებისას უხერხული მომენტები რამენაირად შემევსო“ (ტაცუჰიკო).

  • „ჩვენ შევძელით თავის დანებება — თქვენც შეძლებთ!“
    გამოიღვიძეთ! — 1998 | დეკემბერი 8
    • „როგორ დავანებეთ თავი“

      მიეკო: „როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიგარეტს თავს ვერ დავანებებდი. შესწავლა იმ მიზნით გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილებს მაინც ევლოთ სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ მალე მივხვდი, რომ მშობელს შვილებისთვის თვითონ უნდა მიეცა მაგალითი, და იეჰოვას მთელი გულით ვთხოვდი დახმარებას. ყველანაირად ვცდილობდი, შემესრულებინა ის, რისთვისაც ასე ვლოცულობდი, თუმცა ვხედავდი, რომ რაღაც დროის მანძილზე ბევრს ვერაფერს ვაღწევდი. მაგრამ არასდროს დამავიწყდება, თუ რა გრძნობა დამეუფლა, როდესაც ეს მავნე ჩვევა როგორც იქნა მოვიშორე და სუფთა სინდისი შევიძინე“.

      მასაიუკი: „დღეში სამ-ნახევარ კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი, მაგრამ დიდი მცდელობის შედეგად, როგორც იქნა ჩავაქრე ბოლო სიგარეტი და სამუდამოდ გამოვემშვიდობე თამბაქოს. ამაში იეჰოვა ღმერთი, ოჯახის წევრები და თანამორწმუნეები დამეხმარნენ. ბანკში, სადაც მე ვმუშაობ, ვერავინ იჯერებდა, რომ აღარ ვეწეოდი. სამსახურში წინადადება შევიტანე, რომ, ჩვენი კლიენტების საპატივსაცემოდ, ბანკის ოფისებში მომუშავეებს სამუშაო საათებში არ მოეწიათ. ჩემი წინადადება მოიწონეს, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების 80% მწეველი იყო. დღეს ჩვენი ბანკის 260 ფილიალშიც შემოღებულია ეს წესი“.

      ოსამუ: „როდესაც ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ჭეშმარიტება შევიცანი, დავინახე, რომ მოწევისთვის თავი უნდა დამენებებინა. ამისთვის თითქმის წელიწადი დამჭირდა. მაგრამ მას შემდეგ თითქმის ექვსი თვის მანძილზე კვლავ მიჩნდებოდა მოწევის სურვილი. მიუხედავად ამისა, მესმოდა, რომ მხოლოდ თავის დანებების სურვილი უნდა მქონოდა“.

      ტოშიჰირო: „იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სიგარეტის გადაგდება სულ მცირე მსხვერპლის გაღებად მეჩვენა“.

      იასუჰიკო: „იეჰოვა ღმერთისადმი მორჩილებამ და სიგარეტზე უარის თქმამ სიკვდილს გადამარჩინა. ერთ დღეს ჩემს სამუშაო ოთახში გაზსადენი დაზიანდა და ოთახი პროპანის გაზით აივსო. სხვა დროს სიგარეტს მოვუკიდებდი, რაც აუცილებლად აფეთქებას გამოიწვევდა. მაგრამ, რადგანაც მაშინ სიგარეტი რამდენიმე დღის გადაგდებული მქონდა, დღეს ცოცხალი ვარ“.

      აკიო: «დროდადრო გულისრევის გრძნობა მიჩნდებოდა და ვფიქრობდი, რომ ამის მიზეზი შეიძლებოდა სიგარეტი ყოფილიყო. მაგრამ სიგარეტს თავს არ ვანებებდი. რეალური სურათი, თუ რამდენად მავნებელია თამბაქო, ჩემმა ცოლმა დამანახვა, რომელიც უკვე იეჰოვას მოწმე იყო. მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებიდან გავიგე, რომ მწეველი არა მარტო თავის თავს, არამედ ოჯახის წევრებსაც ვნებს. სიგარეტი მაშინვე გადავაგდე!»

      რიოჰეი: „სიგარეტს ჩემთვის მეუღლე ყიდულობდა — ზოგჯერ 20 კოლოფს ერთად. მაგრამ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, აღარ უნდოდა ჩემთვის ეყიდა ის, რის შესახებაც კარგად იცოდა, რომ მავნებელი იყო. მაღაზია გავხსენი და სიგარეტებით ვვაჭრობდი. დღეში სამ-ნახევარ კოლოფს ვეწეოდი. მერე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალე სურვილი გამიჩნდა, ბიბლიური თემების შესახებ საუბარი შემძლებოდა. სიგარეტი გადავაგდე, რომ ჩავწერილიყავი თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, რომელიც მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა“.

      ჯუნიჩი: „ჩემი გოგონა იეჰოვას მოწმე გახდა და წუხდა, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. დავპირდი, რომ აღარ მოვწევდი და ასეც მოვიქეცი“.

      ცუია: „სამეფო დარბაზში პირველად მისვლისას საფერფლე და სანთებელა ვითხოვე. გავოცდი, როდესაც მითხრეს, რომ იქ არავინ ეწეოდა. მივხვდი, სიგარეტი უნდა გადამეგდო. მოწევას რომ თავი დავანებე, რვა დღის მანძილზე საავადმყოფოში ყოფნა მომიწია, რის შემდეგაც დარწმუნებული ვიყავი, რომ აღარასდროს ვისურვებდი, ეს განმეორებულიყო“.

      იოკო: „იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებიდან და სხვა პუბლიკაციებიდან გავიგე, თუ როგორ უარყო იესომ მისთვის შეთავაზებული ნარკოტიკული საშუალება, როდესაც წამების ბოძზე უნდა გაეკრათ. იეჰოვას ლოცვაში ვუთხარი, რომ მინდოდა მისი სახელის უმწიკვლო მადიდებელი გავმხდარიყავი. მას შემდეგ აღარასდროს მომიწევია. როდესაც სხვები ეწეოდნენ, თამბაქოს ბოლი თითქოს მსიამოვნებდა, მაგრამ ვცდილობდი, სწრაფად მოვრიდებოდი მათ, რომ მოწევის სურვილი კვლავ არ აღმძვროდა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება