საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
    • ბიბლია გვეხმარება, გვქონდეს სწორი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ის ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ“ (რომაელები 6:16). ადამიანი, რომელიც გამუდმებით მოწევაზე ფიქრობს, მალე ამ მავნე ჩვევის მონა ხდება. მაგრამ, ღმერთს, რომლის სახელიც არის იეჰოვა, სურს, განვთავისუფლდეთ არა მხოლოდ იმ ჩვევებისგან, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს, არამედ იმისგანაც, რაც ხრწნის ჩვენს სულს, ანუ აზროვნებას (ფსალმუნი 83:18; 2 კორინთელები 7:1). როდესაც ადამიანს იეჰოვასადმი მადლიერება და პატივისცემა უვითარდება, ის ათვითცნობიერებს, რომ ღმერთი მისგან საუკეთესოს იმსახურებს და, რომ ვერ გაიღებს მისთვის საუკეთესოს, თუკი არ გათავისუფლდება სასიკვდილო სენისგან. ამის გაცნობიერება ეხმარება მას, ებრძოლოს მავნე სურვილებს.

  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
    • იეჰოვა ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით, გვასწავლის, გვქონდეს სწორი შეხედულება სიცოცხლეზე, ჩვენს სხეულსა და შესაძლებლობებზე. ამ აზრს ღვთის ძემ, იესო ქრისტემაც გაუსვა ხაზი: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). ცხადია, ღმერთს სურს, რომ დავაფასოთ სიცოცხლე და ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს სხეულს. როდესაც ვეცნობით იეჰოვას და ვიგებთ მისი დანაპირების შესახებ, ღმერთი გვიყვარდება და ვაფასებთ ყველაფერს, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. ეს აღგვძრავს, თავი შევიკავოთ ყველაფრისგან, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.

  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
    • იესომ გვითხრა, რომ ღმერთის შემდეგ მოყვასი უნდა გვიყვარდეს. მოყვასში იგულისხმება ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები. იესომ მოგვიწოდა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). თუ ისეთი ჩვევა გვაქვს, რომელიც ვნებს ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, ეს ნამდვილად არ არის მოყვასის სიყვარული. გულწრფელი სიყვარული გვეხმარება, ყურად ვიღოთ ბიბლიური რჩევა: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

  • რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივნისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება