საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w05 5/1 გვ. 29
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მსგავსი მასალა
  • შვილების გაჩენა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 54 — 1 ტიმოთე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ქალი და მამაკაცი თითოეულს ღირსეული როლი აკისრია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ქალი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
w05 5/1 გვ. 29

მკითხველთა შეკითხვები

რატომ დაწერა პავლემ ქრისტიან ცოლთან დაკავშირებით, რომ მას „შვილების გაჩენა გადაარჩენს“? (1 ტიმოთე 2:15).

რას გულისხმობდა პავლე, თუ ამ მუხლის კონტექსტს გავითვალისწინებთ? ის ღვთის შთაგონებით რჩევას აძლევდა ქრისტიან ქალებს და შეახსენებდა, თუ რა როლი ეკისრათ კრებაში. პავლემ დაწერა: „მსურს, რომ ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან, კერძოდ, კარგი საქმეებით“ (1 ტიმოთე 2:9, 10). პავლე მოუწოდებდა ქრისტიან დებს, ყოფილიყვნენ მოკრძალებულნი, ჰქონოდათ გაწონასწორებული თვალსაზრისი ტანსაცმლისა და სამკაულების შერჩევასთან დაკავშირებით და მათი მშვენება კარგ საქმეებში გამოჩენილიყო.

შემდეგ პავლემ ილაპარაკა მეთაურობის პრინციპზე კრებაში: „ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს“ (1 ტიმოთე 2:12; 1 კორინთელები 11:3). ამის მიზეზი მან იმით ახსნა, რომ სატანამ უშუალოდ ადამი კი არ შეაცდინა, არამედ ევა, რომელმაც „დანაშაული ჩაიდინა“. როგორ შეუძლიათ ქრისტიან ქალებს, არ გაიმეორონ ევას შეცდომა? პავლე გვპასუხობს: „თუმცა ქალს შვილების გაჩენა გადაარჩენს, თუკი შეინარჩუნებს რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას“ (1 ტიმოთე 2:14, 15). რას გულისხმობდა პავლე ამ სიტყვებით?

ზოგი მთარგმნელის აზრით, ქალის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, გააჩენს თუ არა ის შვილებს. მაგალითად, ზოგი თარგმანი ამ მუხლს ასე თარგმნის: „ქალი გადარჩება თუ შვილები ეყოლება“ (Today’s English Version). მაგრამ პავლეს სიტყვების ასეთი ინტერპრეტაცია ორიგინალს არ შეესაბამება. ბიბლიის მრავალი მუხლიდან ჩანს, რომ გადარჩენისთვის ადამიანი უნდა გაეცნოს იეჰოვასა და იესოს, და რწმენა საქმეებით გამოავლინოს (იოანე 17:3; საქმეები 16:30, 31; რომაელები 10:10; იაკობი 2:26). გარდა ამისა, პავლეს არ უგულისხმია, რომ ბავშვის გაჩენა მორწმუნე ქალს სრული უსაფრთხოების გარანტიას მისცემდა. ხშირად ქალები იმისგან დამოუკიდებლად, მორწმუნეები არიან თუ ურწმუნოები, უვნებლად მშობიარობენ. თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ზოგი მათგანი მშობიარობისას კვდება (დაბადება 35:16—18).

იმავე წერილში პავლეს მიერ ქალებისთვის მოგვიანებით მიცემული რჩევა დაგვეხმარება მისი სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში. ის გაფრთხილებას აძლევს ზოგ ახალგაზრდა ქვრივს, რომლებმაც „წანწალით უსაქმურობაც ისწავლეს, და არა მარტო უსაქმურობა, არამედ ჭორიკნობაც, სხვის საქმეში ჩარევა და იმაზე ლაპარაკი, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ“. რა რჩევას აძლევს პავლე მათ? ის განაგრძობს: „ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, ოჯახს მოუარონ და მოწინააღმდეგეს ცუდის თქმის საბაბი არ მისცენ“ (1 ტიმოთე 5:13, 14).

პავლე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქალს ოჯახში. ქალებს, რომლებიც „რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას“ ინარჩუნებენ, ისეთი საქმეები, როგორიცაა ‘ბავშვების გაჩენა და ოჯახის მოვლა’ დაეხმარებათ იმ საქმეებისგან თავის არიდებაში, რომლებიც აღმშენებლური არ არის. ასე რომ, მათი სულიერობა დაცული იქნება ანუ „გადარჩება“ (1 ტიმოთე 2:15). ამგვარად მოქმედება ბევრ ახალგაზრდა ქალს სატანის მახეში გაბმისგან დაიცავს.

ტიმოთესადმი მიწერილი პავლეს სიტყვები თითოეულს, მამაკაცსა თუ ქალს, შეგვახსენებს, სასარგებლო საქმეებით დავკავდეთ. ღვთის სიტყვა ყველა ქრისტიანს ურჩევს: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა“ (ეფესოელები 5:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება