საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
    • 7. რა იგულისხმება თესლსა და სხვადასხვა სახის ნიადაგში?

      7 ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ მთესველმა სხვადასხვა სახის თესლი გამოიყენა. იესო საუბრობს ერთი სახის თესლზე, რომელიც ცვივა სხვადასხვა ნიადაგზე. თითოეულ შემთხვევაში შედეგი სხვადასხვაგვარია. პირველი სახის ნიადაგი დატკეპნილია, მეორეს სიღრმე არა აქვს, მესამე ეკლიანია, ხოლო მეოთხე კარგი და ნაყოფიერია (ლუკ. 8:8). რა არის თესლი? ეს არის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ცნობა სამეფოს შესახებ (მათ. 13:19). რა იგულისხმება სხვადასხვა სახის ნიადაგში? ამაში იგულისხმება ხალხი, რომელთა გულის მდგომარეობაც სხვადასხვაგვარია (წაიკითხეთ ლუკას 8:12, 15).

  • ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ივლისი
    • ნაყოფის გამოღება თავად მსმენელზეა დამოკიდებული

      10. რა განსაზღვრავს იმას, „კარგი ნიადაგი“ იქნება თუ არა ადამიანი?

      10 რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც სიტყვას ისმენს? წინასწარ არის განსაზღვრული, გამოეხმაურებიან თუ არა ისინი ღვთის ცნობას? არა. იქნებიან თუ არა ისინი „კარგი ნიადაგი“, ეს თავად მათზეა დამოკიდებული. ადამიანის გულის მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს როგორც კარგისკენ, ისე ცუდისკენ (რომ. 6:17). თავის მაგალითში იესომ თქვა, რომ „როგორც კი [ზოგიერთები] მოისმენენ“, მოდის სატანა და მიაქვს სიტყვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ეს ასე მოხდება. იაკობის 4:7 ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ „წინააღმდეგობა გაუწიონ ეშმაკს“ და ის მათგან გაიქცევა. იესო საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც თავიდან სიხარულით იღებენ სიტყვას, მაგრამ შემდეგ ბრკოლდებიან, რადგან „ფესვი არა აქვთ“. ბიბლია ღვთის მსახურებს მოუწოდებს, რომ იყვნენ „ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი“, რათა შეძლონ ჩასწვდნენ, „რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე და შეიცნონ ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“ (ეფეს. 3:17—19; კოლ. 2:6, 7).

      11. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ქვეყნიერების საზრუნავმა და სიმდიდრემ მასში სიტყვა არ მოაშთოს?

      11 მათ შორის, ვინც ღვთის სიტყვას ისმენს, არიან ისეთებიც, რომლებშიც „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ იჭრება და აშთობს სიტყვას (1 ტიმ. 6:9, 10). როგორ შეუძლიათ მათ ამ ყოველივესთვის თავის არიდება? ამ კითხვას პავლე მოციქული პასუხობს: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“» (ებრ. 13:5).

      12. რატომ გამოაქვთ სხვადასხვა რაოდენობის ნაყოფი მათ, ვინც კარგი ნიადაგით არიან წარმოდგენილი?

      12 ბოლოს იესომ თქვა, რომ კარგ ნიადაგზე მოხვედრილ თესლს „გამოაქვს ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“. მათ, ვინც ეხმაურება სიტყვას, გულის კარგი მდგომარეობა აქვთ და ნაყოფიც გამოაქვთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ სასიხარულო ცნობის გაცხადებისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ნაყოფი სხვადასხვა რაოდენობისაა, რადგან ეს თითოეულის პირად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო ზოგი შეიძლება ბევრს ვერ აკეთებდეს სამქადაგებლო საქმეში (შეადარეთ მარკოზის 12:43, 44). ბევრს აკეთებს მთესველი თუ ცოტას, მას არ შეუძლია დააჩქაროს ზრდის პროცესი, მაგრამ ის მაინც ხარობს, როდესაც ხედავს, რომ იეჰოვა ზრდის თესლს (წაიკითხეთ ფსალმუნის 126:5, 6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება