-
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
შემდეგ იესოს ძელზე აკრავენ (მარკოზი 15:25). ჯარისკაცები მას ხელ-ფეხით ალურსმავენ. ამ დროს ლურსმანი ხორცში ბოლომდე შედის და მყესებს გაივლის, რაც აუტანელ ტკივილს იწვევს. როდესაც ძელს მაღლა სწევენ, იესოსთვის ტკივილი კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, რადგან სხეულის სიმძიმის გამო ჭრილობები პირს ხსნის. ამ ყველაფრის მიუხედავად, იესოს ბაგეს ერთი სალანძღავი სიტყვაც არ სცდება ჯარისკაცების მისამართით. ის ლოცულობს: „მამა, აპატიე მათ, არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).
-
-
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
იესოს მასხრად ოთხი რომაელი ჯარისკაციც იგდებს; შესაძლოა მათ ძმარი დალიეს და ახლა იესოსაც აწვდიან ლერწამზე წამოგებულ ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ახლოს, რომ ის ტუჩებით მისწვდეს მას და იგემოს. რომაელები დაცინვით იმეორებენ იმ სიტყვებს, რომლებიც იესოს თავთან მიმაგრებულ წარწერაზეა, და ამბობენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი თავი“ (ლუკა 23:36, 37).
-
-
სრულიად უდანაშაულო მეფეს ძელზე აკრავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ეს ჯარისკაცები იესოს მოსასხამს იღებენ და ოთხ ნაწილად ყოფენ. ისინი წილისყრით ინაწილებენ ამ მოსასხამს. ხოლო რაც შეეხება იესოს სამოსს, ის ძალიან ძვირფასია; მას ნაკერები არა აქვს და თავიდან ბოლომდე ნაქსოვია. ამიტომ ჯარისკაცები ერთმანეთში ამბობენ: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს“. ამგვარად თავისდა უნებურად ასრულებენ წმინდა წერილებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „ჩემი მოსასხამი გაინაწილეს და ჩემს სამოსელზე წილი ყარეს“ (იოანე 19:23, 24; ფსალმუნი 22:18).
-