საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ქებათა ქება“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ნოემბერი
    • „ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში“

      (ქებათა ქება 1:1—3:5)

      „მაკოცოს თავისი ბაგეებით. შენი ალერსი ღვინოს სჯობია“ (ქებათა ქება 1:2). ეს სიტყვები, რომლითაც იწყება წიგნი „ქებათა ქება“ ეკუთვნის სოფელში მცხოვრებ თავმდაბალ გოგონას, რომელიც სოლომონის სამეფო კარვებში მიიყვანეს. როგორ აღმოჩნდა ის იქ?

      „დედაჩემის ვაჟები განმირისხდნენ, — ამბობს გოგონა. — ვენახის მცველად დამაყენეს“. ძმები გაბრაზებულები არიან მასზე იმის გამო, რომ მწყემსმა ბიჭმა, რომელიც მათ დას უყვარს, გოგონას შესთავაზა, გაზაფხულის ერთ საამურ დღეს ერთად გაესეირნათ. წასვლაში რომ ხელი შეუშალონ, ძმები მას ვენახში აგზავნიან, რათა დაიცვას ის ‘პატარა მელიებისგან, ვენახებს რომ აფუჭებენ’. ამგვარად შულამელი გოგონა სოლომონის ბანაკთან ახლოს აღმოჩნდება. მისი სილამაზე შეუმჩნეველი არ რჩება, როცა „კაკლის ხეების ბაღში“ ჩადის, და ის მეფის კარვებში მიჰყავთ (ქებათა ქება 1:6; 2:10—15; 6:11).

      გოგონა ამბობს, რომ ძლიერ ენატრება თავისი შეყვარებული, მწყემსი ბიჭი; მეფის მომსახურე ქალები კი ეუბნებიან, რომ ‘წავიდეს და გაჰყვეს ფარის ნაკვალევს’ და მოძებნოს ის. მაგრამ სოლომონი არ უშვებს მას. მისი სილამაზით აღტაცებული მეფე ხოტბას ასხამს შულამელს და ‘ვერცხლით მოჭედილ ოქროს გვირგვინებს’ ჰპირდება. მაგრამ გოგონა არ იხიბლება ამ სიტყვებით. მწყემსი ბიჭი შედის სოლომონის ბანაკში, პოულობს შულამელს და ეუბნება: „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ!“ გოგონა აფიცებს მეფის მომსახურე ქალებს: „ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“ (ქებათა ქება 1:8—11, 15; 2:7; 3:5).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ქებათა ქება“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ნოემბერი
    • „რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“

      (ქებათა ქება 3:6—8:4)

      რაღაც „უდაბნოდან . . . მოდის კვამლის სვეტებივით“ (ქებათა ქება 3:6). რას ხედავენ იერუსალიმელი ქალები? ისინი ხედავენ, რომ სოლომონი და მისი მხლებლები ქალაქში ბრუნდებიან. მეფეს შულამელიც მოჰყავს თან.

      მწყემსი ბიჭი მიჰყვება შულამელს და მალევე პოულობს მას. როდესაც ბიჭი არწმუნებს შულამელს თავის სიყვარულში, გოგონა ეუბნება, რომ სურს ქალაქის დატოვება: „სანამ სუნთქავს დღე და ქრებიან ჩრდილები, ავალ სმირნას მთაზე და გუნდრუკის გორაზე“. ის სთავაზობს მწყემსს, რომ ‘მივიდეს თავის ბაღში და ჭამოს საუკეთესო ხილი’, რაზეც ბიჭი პასუხობს: „ჩემს ბაღში შევედი, ჩემო დაო, ჩემო საცოლევ“. იერუსალიმელი ქალები ეუბნებიან მათ: „ჭამეთ, მეგობრებო! სვით და ალერსით დათვერით!“ (ქებათა ქება 4:6, 16; 5:1).

      შულამელი გოგონა მეფის მომსახურე ქალებს უყვება სიზმარს და ეუბნება: „სიყვარულით დასნეულებული ვარ“. ისინი ეკითხებიან: „რითი სჯობია შენი სატრფო სხვის სატრფოებს?“ გოგონა პასუხობს: „ჩემი სატრფო თვალწარმტაცია და წითური, ათი ათასში გამორჩეული“ (ქებათა ქება 5:2—10). სოლომონი ლამაზ სიტყვებს არ იშურებს გოგონას საქებრად, რაზეც შულამელი თავმდაბლად პასუხობს: „რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“ (ქებათა ქება 6:4—13). გოგონას პასუხიდან მეფე ასკვნის, რომ შესაძლებლობა მიეცა, მოინადიროს მისი გული, და უფრო მეტად ასხამს ხოტბას. მაგრამ ვერაფერი აქრობს მწყემსი ბიჭისადმი შულამელი გოგონას სიყვარულს. ბოლოს სოლომონი უფლებას აძლევს მას, რომ სახლში დაბრუნდეს.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ქებათა ქება“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ნოემბერი
    • „იაჰის ალი“

      (ქებათა ქება 8:5—14).

      „ვინ არის ეს ქალი, უდაბნოდან რომ მოდის თავის სატრფოზე დაყრდნობილი?“ — კითხულობენ შულამელის ძმები, როდესაც მას სახლისკენ მომავალს ხედავენ. ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „თუ იგი კედელი იქნება, მასზე ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ; მაგრამ თუ კარი იქნება, კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“. ახლა, როდესაც შულამელმა მწყემსისადმი თავისი სიყვარული და ერთგულება დაამტკიცა, ის ამბობს: „მე კედელი ვარ და ჩემი ძუძუები კოშკებივითაა. ამიტომაც ვგავარ მის თვალში მშვიდობის მპოვნელს“ (ქებათა ქება 8:5, 9, 10).

      ჭეშმარიტი სიყვარული „იაჰის ალია“. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი სიყვარული იეჰოვასგან მომდინარეობს. სწორედ მან ჩადო ჩვენში სიყვარულის უნარი. ეს არის ჩაუქრობელი ალი. „ქებათა ქება“ ხატოვნად აღწერს იმას, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული სიყვარული შეიძლება „სიკვდილივით ძლიერი“ იყოს (ქებათა ქება 8:6).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება