საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველა გათავისუფლდება
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • ‘ღვთის შვილთა გამოცხადება’

      იეჰოვამ ქმნილება ამაოებას „სასოებით“ დაუმორჩილა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, „ღვთის შვილთა“ მეშვეობით კაცობრიობას თავისუფლებას აღუდგენდა. ვინ არიან ეს ‘ღვთის შვილები’? ესენი იესო ქრისტეს მოწაფეები არიან, რომლებიც სხვა „ქმნილების“ (ადამიანების) მსგავსად ცოდვისა და არასრულყოფილების მონობაში დაიბადნენ და არა აქვთ კანონიერი ადგილი ღვთის წმინდა, სრულყოფილ საყოველთაო ოჯახში. მაგრამ იეჰოვა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს. იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ის ათავისუფლებს მათ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ბორკილებისგან და „მართლებად“, ანუ სულიერად წმიდებად აცხადებს (1 კორინთელთა 6:11). შემდეგ იშვილებს, ‘ღვთის შვილებად’ აცხადებს და უკან, თავის საყოველთაო ოჯახში ღებულობს (რომაელთა 8:14–17).

      როგორც იეჰოვას მიერ შვილებად გამოცხადებულებს, მათ დიდებული უპირატესობა ექნებათ. ისინი ემსახურებიან „ღმერთს . . . მღვდლებად და იმეფებენ დედამიწაზე“ ზეციდან იესო ქრისტესთან ერთად ღვთის სამეფოში, ანუ მთავრობაში (გამოცხადება 5:9, 10; 14:1–4, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1990). ეს არის მთავრობა, რომელიც მყარად არის დაფუძნებული თავისუფლებისა და სამართლიანობის, და არა ჩაგვრისა და ტირანიის პრინციპებზე (ესაია 9:5, 6; 61:1–4). მოციქული პავლე ამბობს, რომ ღვთის ეს შვილები გაერთიანებული არიან იესოსთან, დიდი ხნის წინათ აღთქმულ ‘აბრაამის თესლთან’ (გალატელთა 3:16, 26, 29). ამგვარად, ისინი ძირითად როლს ასრულებენ ღვთის მიერ თავისი მეგობრისთვის, აბრაამისთვის, მიცემული აღთქმის შესრულებაში. ამ აღთქმაში ისიც შედის, რომ აბრაამის თესლის (ანუ შთამომავლის) მეშვეობით ‘იკურთხონ ქვეყნიერნი’ (დაბადება 22:18).

  • ყველა გათავისუფლდება
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • როდის იწყება „ღვთის შვილთა გამოცხადება“? ძალიან მალე, როცა იეჰოვა ყველასთვის ცხადს გახდის ღვთის შვილების ვინაობას. ეს მოხდება მაშინ, როდესაც სულიერ სამფლობელოში საცხოვრებლად აღდგენილი „შვილები“ იესო ქრისტესთან ერთად ღვთის ომში, არმაგედონში, დედამიწას ბოროტებისა და მჩაგვრელებისგან გაწმენდენ (დანიელი 2:44; 7:13, 14, 27; გამოცხადება 2:26, 27; 16:16; 17:14; 19:11–21). დღეს ჩვენს ირგვლივ იზრდება იმ ფაქტების რიცხვი, რომლებიც ადასტურებს, რომ ‘უკანასკნელი დღეები’ იწურება. მალე ღმერთი აღარ მოუთმენს თავის მოწინააღმდეგეებს და მოსპობს მათი მოქმედების შედეგს, ბოროტებას (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 24:3–31).

  • ყველა გათავისუფლდება
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მაისი
    • სანამ ‘ღვთის შვილთა გამოცხადებას მოელით’, განივითარეთ ისეთივე რწმენა, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა და გჯეროდეთ, რომ ქრისტე დაგიცავთ და მხარს დაგიჭერთ მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ტანჯვა და უსამართლობა აუტანელია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება