-
ვინ არის იესო ქრისტე?გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
-
-
მარიამმა, როდესაც ემცნო, რომ ბავშვი ეყოლებოდა და სახელად იესო უნდა დაერქმია, იკითხა: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ ღვთის ანგელოზმა, გაბრიელმა, უპასუხა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:30—35).
მოგვიანებით იესომ მოახდინა სასწაულები, რომლებმაც მისი მოციქულების გაოცება გამოიწვია. როდესაც გალილეის ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მისი მოწაფეების ნავს ჩაძირვის საშიშროება შეუქმნა, იესომ ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ გაოცებულმა მოციქულებმა წამოიძახეს: „ეს ვინ არის“? (მარკოზი 4:35—41; მათე 8:23—27).
მრავალ მის თანამედროვეს აინტერესებდა, თუ ვინ იყო იესო სინამდვილეში; ამიტომ იესომ მოციქულებს ჰკითხა, რას ლაპარაკობდა ხალხი მის შესახებ. მათ უპასუხეს: „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი — ელიააო, ზოგი კი — იერემია ან ერთ–ერთი წინასწარმეტყველიაო“ და მოხსენიებულ ადამიანთაგან ყველა მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. შემდეგ იესომ მათ ჰკითხა: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პასუხად სიმონ პეტრემ უთხრა: „შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე“. დემონებმაც კი — ბოროტმა ანგელოზებმა — იესოს შესახებ თქვეს: „შენ ღვთის ძე ხარ“ (მათე 16:13—16; ლუკა 4:41).
-
-
ვინ არის იესო ქრისტე?გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
-
-
იესო თვითონ კი არ აცხადებდა, რომ ღვთის ძე იყო, არამედ სხვებს აძლევდა იმის საშუალებას, თავად მისულიყვნენ ამ დასკვნამდე. მისი მოციქულების გარდა სხვებიც — მათ შორის იოანე ნათლისმცემელიცა და იესოს მეგობარი მართაც — მივიდნენ ასეთ დასკვნამდე (იოანე 1:29—34; 11:27). ხალხს სჯეროდა, რომ იესო აღთქმული მესია იყო. მათ გაიგეს, რომ იესო ზეცაში ცხოვრობდა და ძლიერი სულიერი პიროვნება იყო, ხოლო შემდეგ ღმერთმა მისი სიცოცხლე სასწაულებრივად ქალწულ მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა (ესაია 7:14; მათე 1:20—23).
პირველი მამაკაცის, ადამის, მსგავსი
იესო მრავალმხრივ იყო პირველი მამაკაცის, ადამის, მსგავსი. მაგალითად, ორივე მათგანი სრულყოფილი იყო და არ ჰყავდათ ხორციელი მამა (დაბადება 2:7, 15). ბიბლია იესოს უწოდებს „უკანასკნელ ადამს“ ანუ სრულყოფილ მამაკაცს, რომელსაც შეეძლო „შესაბამისი გამოსასყიდი“ ყოფილიყო. იესოს სიცოცხლე შეესაბამებოდა ‘პირველი კაცის, ადამის’ სიცოცხლეს, რომელიც ღმერთმა სრულყოფილ ადამიანად შექმნა (1 კორინთელები 15:45; 1 ტიმოთე 2:5, 6).
პირველ ადამს ბიბლია „ღვთის ძეს“ უწოდებს (ლუკა 3:38). მაგრამ ადამმა დაუმორჩილებლობის გამო დაკარგა ღვთის ძედ ყოფნის ძვირფასი შესაძლებლობა. იესო კი ყოველთვის ერთგული იყო თავისი ზეციერი მამის და ღვთის მოსაწონ ძედ დარჩა (მათე 3:17; 17:5).
-