საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად მტკიცედ გწამთ მკვდრეთით აღდგომა?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ივლისი
    • სხეული და სული

      18. როგორი იყო ზოგი ბერძენი ფილოსოფოსის რეაქცია პავლეს სიტყვებზე იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ და რატომ?

      18 ათენში ყოფნისას მოციქულმა პავლემ კეთილი ცნობა უქადაგა ხალხს, რომელთა შორის ბერძენი ფილოსოფოსებიც იყვნენ. მათ მოისმინეს პავლეს სიტყვა მონანიებისკენ მოწოდებისა და ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის შესახებ. რა მოხდა შემდეგ? პავლემ ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „[ღმერთმა] დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველა დაარწმუნა რა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა“. ამ სიტყვებმა ხალხში მღელვარება გამოიწვია. „მკვდრების აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ“ (საქმეები 17:22—32). თეოლოგი ოსკარ კულმანი აღნიშნავს: «ბერძნებისთვის, რომლებსაც სულის უკვდავება სწამდათ, შესაძლებელია, უფრო ძნელი იყო, მიეღოთ ქრისტიანული ქადაგება მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ვიდრე სხვებისთვის. . . შეუძლებელია დიდი ფილოსოფოსების, სოკრატესა და პლატონის, და „ახალი აღთქმის“ სწავლებების შესაბამისობაში [ურთიერთთანხმობაში] მოყვანა».

      19. როგორ შეეცადნენ ქრისტიანული სამყაროს თეოლოგები მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლების გაერთიანებას სულის უკვდავების დოგმატთან?

      19 მიუხედავად ამისა, მოციქულების სიკვდილის შემდეგ დიდი განდგომილება მოხდა და თეოლოგები შეეცადნენ ქრისტიანული სწავლება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით გაეერთიანებინათ პლატონის მრწამსთან სულის უკვდავების შესახებ. დროთა განმავლობაში ზოგი შეეთვისა ახლებურ ახსნას: სიკვდილის დროს სული ტოვებს სხეულს (როგორც ზოგი აღნიშნავს, „თავისუფლდება“ სხეულისგან). რ. ჯ. კუკი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ შემდეგ, განკითხვის დღეს, „თითოეული სხეული თავის სულთან და თითოეული სული თავის სხეულთან გაერთიანდება“ (Outlines of the Doctrine of the Resurrection). ამბობენ, რომ მკვდრეთით აღდგომა არის სხეულის კვლავ თავის უკვდავ სულთან გაერთიანება.

      20, 21. ვის აქვს ჭეშმარიტების ლოგიკური სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ და რა სარგებლობა მოაქვს ამას მათთვის?

      20 ეს თეორია დღესაც რჩება ეკლესიების ოფიციალურ დოგმატებს შორის. მაშინ როდესაც ეს კონცეფცია შეიძლება ლოგიკურად ეჩვენებათ თეოლოგებს, მრევლის უმეტესობისთვის ის გაუგებარია. მათ, უბრალოდ, სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ პირდაპირ ზეცაში წავლენ. ამიტომ ერთი ჟურნალის 1995 წლის 5 მაისის ნომერში მწერალმა ჯონ გარვიმ შემდეგი ბრალდება წამოაყენა: „ქრისტიანთა უმეტესობის მრწამსი [სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ] ბევრად უფრო ახლოს დგას ნეოპლატონიზმთან, ვიდრე ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან და ამას არავითარი ბიბლიური საფუძველი არა აქვს“ (Commonweal). ბიბლიის პლატონზე გაცვლით ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ თავის სამწყსოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი გაუქრო.

  • რამდენად მტკიცედ გწამთ მკვდრეთით აღდგომა?
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ივლისი
    • 12. საიდან აიღო ქრისტიანულმა სამყარომ სულის უკვდავების შესახებ სწავლება?

      12 რატომ ასწავლის ქრისტიანული სამყარო ისეთ რამეს, რაც ასე განსხვავდება ბიბლიური ჭეშმარიტებისგან? „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ სტატიაში „სული, ადამიანი, უკვდავება“ ამბობს, რომ ეკლესიის ადრინდელი მამები სულის უკვდავების შესახებ მრწამსის მხარდამჭერ ფაქტებს პოულობდნენ არა ბიბლიაში, არამედ „პოეტებისა და ფილოსოფოსების გამონათქვამებში და ბერძნული აზროვნების ზოგად ტრადიციებში. . . მოგვიანებით კი სქოლასტიკოსებმა პლატონისა და არისტოტელეს პრინციპების გამოყენება ამჯობინეს“. ამ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ „პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის გავლენამ“ — რომლებშიც სულის უკვდავების შესახებ რწმენაც შედიოდა — საბოლოოდ, „ქრისტიანულ თეოლოგიაში ღრმად“ შეაღწია.

      13, 14. რატომაა არაგონივრული, ცოდნის მისაღებად კერპთაყვანისმცემელ ბერძენ ფილოსოფოსებს მივმართოთ?

      13 უნდა მიემართა ხალხს, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, ბერძენი ფილოსოფოსებისთვის, რათა გაეგოთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიცაა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედი? რა თქმა უნდა, არა. როდესაც პავლე კორინთში (საბერძნეთი) მცხოვრებ ქრისტიანებს სწერდა, აღნიშნა: «ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“ და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი“» (1 კორინთელთა 3:19, 20). ძველი ბერძნები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. მაშ, როგორ შეიძლებოდა, რომ ისინი ჭეშმარიტების წყარო ყოფილიყვნენ? პავლემ კორინთელებს შემდეგი კითხვა დაუსვა: «რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“» (2 კორინთელთა 6:16).

      14 თავდაპირველად წმინდა ჭეშმარიტებები ისრაელ ერს მიეცა (რომაელთა 3:1, 2). ახ. წ. 33 წლის შემდეგ ის პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანთა კრების მეშვეობით გადმოიცემოდა. პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ წერდა: „ჩვენ. . . გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით [ის, რაც თავის მოყვარულებს განუმზადა]“ (1 კორინთელთა 2:10; იხილეთ აგრეთვე გამოცხადება 1:1, 2). ქრისტიანული სამყაროს სწავლება სულის უკვდავების შესახებ ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. ის არ გამჟღავნებულა ისრაელებისთვის ან პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანთა კრებისთვის ღვთის მიერ საიდუმლოს გაცხადების საშუალებით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება