-
გაქვთ უკვდავი სული?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ივლისი
-
-
ბიბლიაში სიტყვა „სული“ სხვა მნიშვნელობითაც გამოიყენება. იობის 33:22-ში ვკითხულობთ: ‘საფლავს უახლოვდება მისი სული, მისი სიცოცხლე — სიცოცხლის მომსწრაფველებს’. აქ ჩაწერილი სიტყვები „სული“ და „სიცოცხლე“ ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება — „სული“ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს „სიცოცხლეს“. ამგვარად, სიტყვა „სულში“ შეიძლება აგრეთვე იგულისხმებოდეს ცოცხალი სულის ანუ ადამიანის სიცოცხლე. „სული“ სწორედ ამ მნიშვნელობით არის გამოყენებული ბიბლიის იმ მონაკვეთში, სადაც მოსეს მტრები, რომლებიც მას მოსაკლავად დაეძებდნენ, მოხსენიებული არიან როგორც მისი სულის მაძიებლები (გამოსვლა 4:19, სქოლიო). იესო ქრისტეს შესახებ ბიბლია ამბობს: ‘კაცის ძე იმისთვის მოვიდა, რომ მისცეს თავისი სული [სიცოცხლე] მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28).
-
-
გაქვთ უკვდავი სული?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ივლისი
-
-
მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ბიბლიის ის ადგილები, სადაც ნათქვამია, რომ ვინმეს ამოუვიდა სული ან დაუბრუნდა? რახელის შესახებ, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა, ბიბლიაში წერია: „სული რომ ამოსდიოდა (კვდებოდა), მას [ვაჟს] ბენ-ონი დაარქვა, მამამისმა კი — ბენიამინი“ (დაბადება 35:18). ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენის შესახებ 1 მეფეების 17:22-ში ვკითხულობთ: „ისმინა იეჰოვამ ელიას ხმა [ლოცვა], დაუბრუნდა ბავშვს სული და გაცოცხლდა იგი“. შეიძლება ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით დავასკვნათ, რომ სული არის რაღაც უხილავი, რაც სხეულიდან ამოდის ან უბრუნდება მას?
მოდი გავიხსენოთ, რომ სიტყვა „სულის“ ერთ-ერთი მნიშვნელობა არის „სიცოცხლე“. ამგვარად, რახელს რომ სული ამოსდიოდა, ნიშნავს იმას, რომ ის სიცოცხლეს ეთხოვებოდა. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში სიტყვები „სული ამოსდიოდა“ შემდეგნაირადაა ნათარგმნი: „სულის ამოხდომისას“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“) და „უკანასკნელი ამოსუნთქვისას“ („იერუსალიმის ბიბლია“). იმავეს თქმა შეიძლება ქვრივის ვაჟის შემთხვევაზეც — მას სიცოცხლე დაუბრუნდა (1 მეფეები 17:23).
-