საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ძირთან დავინახე ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დახოცილთა სულები“ (გამოცხადება 6:9).

  • ‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 3. ა) როგორ იღვრებოდა სული ძველი ისრაელის კარვის „სამსხვერპლოს ძირში“? ბ) რატომ იხილა იოანემ დახოცილ მოწმეთა სულები ზეციერი სამსხვერპლოს ძირთან?

      3 ამ სამსხვერპლოს ძირთან არიან „ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დახოცილთა სულები“. რა სულებს გულისხმობს იოანე? შეუძლებელია, ესენი უსხეულო სულები ყოფილიყვნენ, რომელთა არსებობისაც წარმართ ბერძნებს სწამდათ (დაბადება 2:7; ეზეკიელი 18:4). იოანემ იცოდა, რომ სულს, ანუ სიცოცხლეს, სისხლი განასახიერებს. როცა მღვდლები ძველი ისრაელის კარავთან შესაწირავ ცხოველს კლავდნენ, სისხლს ან სამსხვერპლოს ასხურებდნენ ან „დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში“ ღვრიდნენ (ლევიანები 3:2, 8, 13; 4:7; 17:6, 11, 12). ამიტომ, ცხოველის სული სამსხვერპლოსთან ასოცირდება. მაგრამ რატომ იხილა იოანემ ღვთის მსახურთა სულები, ანუ სისხლი ზეციერი სამსხვერპლოს ძირთან? მათი სიკვდილი მსხვერპლშეწირვას ნიშნავდა.

      4. რა გაგებით არის სულით შობილ ქრისტიანთა სიკვდილი მსხვერპლშეწირვა?

      4 ღვთის სულიერ ძეებად შობილთა სიკვდილი მსხვერპლშეწირვაა. იეჰოვას ზეციერ სამეფოში თავიანთი როლის გამო ისინი ღვთის ნების თანახმად უარს ამბობენ დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეზე, რაც მათი მხრიდან მსხვერპლის შეწირვის ტოლფასია. ისინი სიცოცხლეს სწირავენ მსხვერპლად, რომ მხარი დაუჭირონ იეჰოვას უზენაესობას (ფილიპელები 3:8—11; შეადარეთ ფილიპელების 2:17). ეს პირდაპირი გაგებით ეხება მათ, ვინც იოანემ სამსხვერპლოს ძირთან იხილა. ისინი ცხებულები არიან, რომლებიც გულმოდგინე მსახურებით უჭერდნენ მხარს იეჰოვას სიტყვასა და უზენაესობას. მათ მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე. მათი სულები ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დაიხოცა.

      5. როგორ ითხოვენ შურისძიებას ერთგულთა სულები, თუკი დაღუპულები არიან?

      5 მოქმედება შემდეგნაირად ვითარდება: «ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ » (გამოცხადება 6:10). როგორღა ღაღადებენ მათი სულები ანუ სისხლი შურისძიებისთვის, თუკი ბიბლიაში წერია, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან? (ეკლესიასტე 9:5). მართალი აბელის სისხლიც ხომ აღაღადდა მას შემდეგ, რაც კაენმა მოკლა იგი?! მაშინ იეჰოვამ კაენს უთხრა: „ეს რა ჩაიდინე?! ყური დაუგდე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს“ (დაბადება 4:10, 11; ებრაელები 12:24). ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბელის სისხლი პირდაპირი გაგებით ლაპარაკობდა. აბელი უდანაშაულო მსხვერპლი იყო და სამართლიანობა მისი მკვლელის დასჯას მოითხოვდა. ქრისტიანი წამებულებიც უდანაშაულოები არიან და მათი მკვლელებიც უნდა დაისაჯონ (ლუკა 18:7, 8). ისინი ხმამაღლა ითხოვენ შურისძიებას, რადგან მათი რიცხვი მრავალი ათასია (შეადარეთ იერემიას 15:15, 16).

      6. ძვ. წ. 607 წელს როგორ აგო პასუხი იუდამ უდანაშაულო სისხლის ღვრისთვის?

      6 ამან შეიძლება გაგვახსენოს განდგომილი იუდას მდგომარეობა, როცა ძვ. წ. 716 წელს მენაშე სამეფო ტახტზე ავიდა. მან არაერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარა. როგორც ჩანს, წინასწარმეტყველი ესაია სწორედ მისი ბრძანებით გადახერხეს (ებრაელები 11:37; 2 მეფეები 21:16). მართალია, მენაშემ მოგვიანებით მოინანია და გამოსწორდა, მაგრამ დაღვრილი სისხლი არ შერჩენია. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა მიწასთან გაასწორეს იუდას სამეფო. „ეს იეჰოვას ბრძანებით ხდებოდა იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა ის მენაშეს ცოდვების გამო, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, მის მიერ დაღვრილი უდანაშაულო სისხლის გამო, რითაც აავსო იერუსალიმი; არ ინდომა იეჰოვამ პატიება“ (2 მეფეები 24:3, 4).

      7. უმთავრესად ვინ არის დამნაშავე წმინდების სისხლის ღვრაში?

      7 როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღეს, ღვთის მოწმეების მრავალი მკვლელი უკვე დიდი ხნის მკვდარია. მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხის ხოცვაში ბრალდებული ორგანიზაცია ჯერ კიდევ არსებობს და დღემდე დამნაშავეა სისხლის ღვრაში. ეს სატანის მიწიერი ორგანიზაციაა, მისი მიწიერი შთამომავლობა. ამ ორგანიზაციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიურ სამყაროსa. ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ ის წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლითაა მთვრალი. სწორედ „მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის სისხლი“ (გამოცხადება 17:5, 6; 18:24; ეფესოელები 4:11; 1 კორინთელები 12:28). მართლაც მძიმეა მისი დანაშაული! დიდი ბაბილონის მსხვერპლთა სისხლი მანამ იღაღადებს სამართლის აღსასრულებლად, სანამ დიდი ბაბილონი არ მოისპობა (გამოცხადება 19:1, 2).

      8. ა) რა სისხლის ღვრის მოწმე გახდა იოანე? ბ) როგორ დევნიდნენ ქრისტიანებს რომის იმპერატორთა წაქეზებით?

      8 პირველ საუკუნეში იოანე თვითონ გახდა ღვთის ერთგულ მსახურთა სისხლის ღვრის მოწმე, როდესაც ულმობელმა გველმა და მისმა მიწიერმა შთამომავლობამ ბრძოლა გამოუცხადა ცხებული ქრისტიანების მზარდ კრებას. იოანემ საკუთარი თვალით იხილა, როგორ გააკრეს ძელზე უფალი და როგორ მოუკლეს ძმა იაკობი, როგორ დახოცეს სტეფანე, პეტრე, პავლე და სხვები (იოანე 19:26, 27; 21:15, 18, 19; საქმეები 7:59, 60; 8:2; 12:2; 2 ტიმოთე 1:1; 4:6, 7). ახ. წ. 64 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა ქრისტიანები განტევების ვაცად აქცია და ქალაქის გადაწვა გადააბრალა, რათა ხალხს თვითონ ნერონი აღარ დაედანაშაულებინა. მემატიანე ტაციტუსი იტყობინება: „ქრისტიანებს ამასხარავებდნენ და ისე კლავდნენ. ზოგს მხეცების ტყავებს აცმევდნენ და მერე ძაღლებს აგლეჯინებდნენ; ზოგს [ბოძზე აკრავდნენ]b, ზოგს კი წვავდნენ, რომ ღამით ჩირაღდნებივით ენათებინათ“. დევნის შემდეგი ტალღა იმპერატორ დომიციანეს (ახ. წ. 81—96 წწ.) მმართველობის დროს აგორდა. სწორედ მაშინ გადაასახლეს იოანე კუნძულ პატმოსზე. მაშინ შესრულდა იესოს სიტყვები: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20; მათე 10:22).

      9. ა) მზაკვრული ხელოვნების რა „შედევრი“ შექმნა სატანამ ახ. წ. IV საუკუნისთვის და რისი მთავარი ნაწილია ის? ბ) როგორ ეპყრობოდა ქრისტიანული ქვეყნების ზოგიერთი მმართველი იეჰოვას მოწმეებს ორივე მსოფლიო ომის დროს?

      9 ახ. წ. IV საუკუნისთვის ძველ გველს, სატანა ეშმაკს უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი მზაკვრული ხელოვნების „შედევრი“ — განდგომილი ქრისტიანული სამყარო, ბაბილონური რელიგია, რომელიც ქრისტიანობის სახელით იყო შენიღბული. გველის შთამომავლობის ეს ძირითადი ნაწილი ერთმანეთის მოქიშპე უამრავ სექტად იყო დაყოფილი. ძველი დროის ორგული იუდას მსგავსად ქრისტიანულ სამყაროსაც დიდი ბრალი მიუძღვის სისხლის ღვრაში; მისი წევრები ხომ ორივე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქრისტიანული ქვეყნების ზოგიერთმა პოლიტიკურმა მმართველმა ორივე ომი ღვთის ცხებული მსახურების დახოცვის საბაბად გამოიყენა. ერთ-ერთ მიმოხილვაში, რომელიც მიეძღვნა ფრიდრიხ ციპფელის წიგნს „ეკლესიათა ბრძოლა გერმანიაში“, ჰიტლერის მიერ იეჰოვას მოწმეების დევნის შესახებ აღნიშნული იყო: „[მოწმეების] ერთი მესამედი დახოცეს: ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი მხეცურად მოკლეს, ზოგს კი შიმშილმა, ავადმყოფობამ და მძიმე შრომამ ამოხადა სული. მათ სასტიკად ავიწროებდნენ მათი უკომპრომისო რწმენის გამო, რაც ვერ ეთანხმებოდა ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიას“ („Kirchenkampf in Deutschland“). სწორედ ქრისტიანულ სამყაროსა და მის სამღვდელოებაზე შეიძლება ითქვას: „შენი ტანსაცმლის კალთებზე უდანაშაულო ღარიბი ხალხის სისხლია“ (იერემია 2:34)c.

  • ‘დახოცილი სულები’ ჯილდოს იღებენ
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსელი მისცეს და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონებისა და მათი ძმების რიცხვი, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ“ (გამოცხადება 6:11). გრძელი სამოსლის მიღება იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უკვდავ სულიერ ქმნილებებად აღდგებიან. ისინი აღარ არიან დახოცილი სულები სამსხვერპლოს ძირთან. ისინი აღდგნენ და 24 უხუცესს შეუერთდნენ, რომლებიც თაყვანს სცემენ ზეციერ ტახტზე მჯდომ ღმერთს. ზეცაში მათაც მიეცათ ტახტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ სამეფო მდგომარეობა დაიკავეს. ისინი თეთრებში არიან ჩაცმულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლებად არიან აღიარებულნი და ზეციერ ეზოში იეჰოვას წინაშე საპატიო ადგილს იმსახურებენ. სწორედ ამას ჰპირდებოდა იესო სარდისის კრების ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს: „მძლეველი თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება“ (გამოცხადება 3:5; 4:4; 1 პეტრე 1:4).

      12. რა გაგებით ისვენებენ აღდგენილი ცხებულები „ცოტა ხანს კიდევ“ და როდემდე დაისვენებენ?

      12 ფაქტები ცხადყოფს, რომ ზეციერი აღდგომა 1918 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1914 წელს იესო ტახტზე ავიდა და თეთრ ცხენზე ამხედრებულმა ზეციდან სატანა და მისი დემონები დედამიწაზე გადმოყარა. აღდგენილმა ცხებულებმა იცოდნენ, რომ „ცოტა ხანს კიდევ [უნდა] დაესვენათ, სანამ არ შეივსებოდა მათნაირი მონების. . . რიცხვი“. იოანეს კლასის წევრებმა, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, განსაცდელებისა და დევნის დროს უნდა დაამტკიცონ თავიანთი ერთგულება; ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოკლან კიდეც. საბოლოოდ ბაბილონსა და მის პოლიტიკურ საყვარლებს მოეკითხებათ დაღვრილი მართალი სისხლი. ვიდრე ეს მოხდება, აღდგენილები, უეჭველია, დაკისრებულ საქმეს ასრულებენ ზეცაში. ისინი იმ გაგებით კი არ ისვენებენ, რომ განცხრომას ეძლევიან, არამედ მოთმინებით ელიან იეჰოვას შურისგების დღეს (ესაია 34:8; რომაელები 12:19). მათი დასვენება მაშინ დასრულდება, როდესაც ცრუ რელიგიის განადგურების მოწმენი გახდებიან, და როგორც „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“ უფალ იესო ქრისტესთან ერთად აღასრულებენ განაჩენს სატანის ბოროტი მიწიერი შთამომავლობის დარჩენილ ნაწილზე (გამოცხადება 2:26, 27; 17:14; რომაელები 16:20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება