საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • წყლის დეფიციტი — რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | იანვარი
    • სამხრეთი აფრიკა: „ქალაქ დურბანის ღარიბ მოსახლეობას დიდი ხნის ნანატრი წყალი უკვე მიეწოდება“, — ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია ჟურნალ „საიენსში“. როგორც სტატიაში იყო აღნიშნული, ყოფილი მთავრობების დროს არსებული აპართეიდის გამო მათ ათწლეულების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ სუფთა წყალი. 1994 წელს „დურბანში დაახლოებით 250 000 კომლს ხელი არ მიუწვდებოდა სუფთა წყალზე და ანტისანიტარიულ პირობებში უწევდა ცხოვრება“, — ნათქვამია სტატიაში.

      მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთმა ინჟინერმა 1996 წელს სპეციალური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა თითოეული ოჯახისთვის ყოველდღიურად 200 ლიტრი წყლის მიწოდებას. „ამ პროექტის წყალობით, დურბანის სამმილიონ-ნახევრიანი მოსახლეობიდან 120 000 კაციღა დარჩა, ვისაც სუფთა წყალი არ მიეწოდება“, — ნათქვამია „საიენსში“. დღეს მათ წყლის მოსატანად ძალიან მცირე მანძილის გავლა უწევთ, რაც საკმაოდ დიდი პროგრესია, რადგან ადრე ერთ კილომეტრზე მეტის გავლა უწევდათ.

      აღნიშნულ ჟურნალში აგრეთვე ნათქვამია, რომ ანტისანიტარიული პრობლემების მოსაგვარებლად ეზოს ტუალეტების ნაცვლად მონტაჟდება ორგანყოფილებიანი უნიტაზები, რომლის ერთ ნაწილში შარდი გაედინება, ხოლო მეორეში განავალი გროვდება, მალე რომ გახმეს და შემდეგ გადაიყაროს. დურბანში 2008 წლისთვის 60 000 ასეთი უნიტაზი დაამონტაჟეს. მაგრამ მას შემდეგ კიდევ ორი წელი იყო საჭირო, რომ ყველა სახლი ყოფილიყო მოსახერხებელი უნიტაზებით უზრუნველყოფილი.

  • წყლის დეფიციტი — რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად?
    გამოიღვიძეთ! — 2009 | იანვარი
    • [სურათი 7 გვერდზე]

      მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მისაწოდებლად გაჰყავთ მილები (დურბანი, სამხრეთი აფრიკა)

      [საავტორო უფლება]

      Courtesy eThekwini Water and Sanitation Programme

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება