-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
ძველი წელთაღრიცხვით 632 წელს ბაბილონელების, მიდიელებისა და ჩრდილოეთიდან წამოსული, შესაძლოა, სკვითების ურდოებისგან შემდგარმა კოალიციამ დაიპყრო და გაანადგურა ნინევე. ისტორიკოსი უილ დიურანტი მოგვითხრობს: „ნაბოპოლასარის ხელმძღვანელობით ბაბილონელების ჯარი შეუერთდა მიდიელების ჯარს საიაქსერიზის მეთაურობით და სკვითების ურდოებს კავკასიიდან და საოცრად იოლად და სწრაფად დაიპყრეს ჩრდილო ციხე-სიმაგრე. . . ერთი დარტყმით ასურეთი გაქრა ისტორიიდან“. ზუსტად ამის შესახებ წინასწარმეტყველებდა სოფონია (სოფონია 2:13–15).
-
-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
15. როგორ დაამცირებდა იეჰოვა იმ ერების ღმერთებს, რომლებიც მის ხალხს გაუდიდგულდნენ?
15 მოაბის, ყამონელებისა და ასურეთის ჩათვლით, 82-ე ფსალმუნი მოიხსენიებს ქვეყნებს, რომლებიც გაუდიდგულდნენ ისრაელს და იკვეხნიდნენ: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“ (ფსალმუნი 82:5). წინასწარმეტყველი სოფონია გაბედულად აუწყებდა, რომ ძალთა უფალი, იეჰოვა დაამცირებდა ყველა ამ ქედმაღალ ერსა და მათ ღმერთებს. „ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული“ (სოფონია 2:10, 11).
-
-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს [ასურეთს] და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით“ (სოფონია 2:8, 9, 13).
-
-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
ხოლო სოფონიას დრომდე დაახლოებით ერთი საუკუნით ადრე ასურეთის მეფემ, შალმანესერ V, ალყა შემოარტყა და ხელში ჩაიგდო სამარია (მეოთხე მეფეთა 17:1–6). ცოტა მოგვიანებით, მეფე სანხერიბი თავს დაესხა იუდას, დაიპყრო მრავალი გამაგრებული ქალაქი და იერუსალიმსაც კი ემუქრებოდა (ესაია 36:1, 2). ასურეთის მეფის წარმომადგენელი მართლაც გაუდიდგულდა იეჰოვას, როცა იერუსალიმის ჩაბარებას მოითხოვდა (ესაია 36:4–20).
-