-
როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობასგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
ბიბლიური სახელები
გამოჩენილი მეცნიერები ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ ასურეთის მეფე სარგონ II, რომლის სახელიც ესაიას 20:1-ში გვხვდება, არ იყო რეალური პიროვნება. მაგრამ 1843 წელს ერაყში, ხორსაბადთან ახლოს, მდინარე ტიგროსის შენაკადთან, აღმოაჩინეს სარგონ მეფის სასახლე [3], რომელსაც დაახლოებით 10 ჰექტარი მიწა უჭირავს. ძველი ასურეთის მეფე სარგონ II, რომელიც ერთ დროს უმრავლესობისთვის უცნობი იყო, დღეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. სარგონ II თავის ერთ-ერთ მატიანეში [4] აღნიშნავს, რომ დაიპყრო ისრაელის ქალაქი სამარია. ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით, სამარია ასურელების ხელში ძვ. წ. 740 წელს ჩავარდა. მეფე სარგონ II იმასაც მოიხსენიებს, რომ აშდოდი დაიპყრო, რითაც ესაიას 20:1-ის უტყუარობა დასტურდება.
-
-
როგორ ადასტურებს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობასგამოიღვიძეთ! — 2007 | ნოემბერი
-
-
3: Musée du Louvre, Paris; 4: Photograph taken by courtesy of the British Museum;
-