-
ღვთისმოსაწონად მოვეპყროთ სხვებსიცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
-
-
ასურელები ბრძოლაში დაუნდობლები იყვნენ და უმოწყალოდ ექცეოდნენ ტყვეებს. ისინი ზოგს წვავდნენ, ზოგს ცოცხლად ატყავებდნენ, ზოგს კი თვალებს თხრიდნენ და ცხვირს, ყურებს და თითებს აჭრიდნენ. წიგნში „ღმერთები, სამარხები და სწავლულები“ ნათქვამია: „ნინევემ კაცობრიობას მკვლელობებით, ძარცვითა და სუსტთა ჩაგვრით დაამახსოვრა თავი, აგრეთვე ომებითა და ყოველგვარი ძალადობით“. ჩვენთვის ცნობილია ამ ძალადობის მოწმის (და შესაძლოა, მონაწილის) სიტყვები. იონას გაფრთხილების მოსმენის შემდეგ ნინევეს მეფემ თავის ხალხს განუცხადა: „ჯვალო ატაროს ყველამ, კაცმაც და შინაურმა ცხოველმაც. მთელი ძალით მოუხმონ ღმერთს და მიატოვოს თითოეულმა თავისი ბოროტი გზა და ძალადობა, რასაც მათი ხელები სჩადიოდნენ“ (იონა 3:6—8)b.
-
-
ღვთისმოსაწონად მოვეპყროთ სხვებსიცხოვრეთ იეჰოვას დღის მოლოდინით
-
-
b ნინევეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 35 კილომეტრში მდებარეობდა ქალახი (იგივე ნიმრუდი), რომელიც ასურნასირფალმა ააშენა. ბრიტანეთის მუზეუმში წარმოდგენილია ქალახის კედლის რელიეფი, რომლის შესახებაც ნათქვამია: „ასურნასირფალი დეტალურად აღგვიწერს, რა დაუნდობლობითა და სისასტიკით აწარმოებდა თავის ლაშქრობებს. ტყვეებს დაპყრობილი ქალაქების გალავნებზე ბოძებზე კიდებდნენ ან ზედ აკრავდნენ. . . ქალ-ვაჟებს ცოცხლად ატყავებდნენ“ („ბიბლიის არქეოლოგია“).
-