-
ჩვენი ერთგულება დაჯილდოვდასაგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
1952—1956 წლებში მარია ქალაქ გორკისთან (ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი) ახლომდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა სასჯელს. მარიას ხეების მოთხრა ევალებოდა. მას ძლიერ ყინვაშიც კი ამუშავებდნენ, რის გამოც ჯანმრთელობა შეერყა. 1956 წელს კოლონიიდან გათავისუფლებული მარია ტულუნში ჩამოვიდა.
-
-
ჩვენი ერთგულება დაჯილდოვდასაგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
შრომა-გასწორების კოლონიაში, 1962 წელი
ციხეში დაკითხვის დროს გამომძიებელმა დამიყვირა: „მალე თაგვებივით გაგწყვეტთ!“, რაზეც მივუგე: „იესომ თქვა, რომ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ერს და ამას წინ ვერავინ აღუდგება“. გამომძიებელმა ტაქტიკა შეცვალა და სხვანაირად შეეცადა ჩემს დაყოლიებას. სწორედ ამის შესახებ გიამბეთ დასაწყისში. როცა არაფერმა გაჭრა, 7-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში ქალაქ სარანსკთან ახლოს. კოლონიაში გადაყვანის დროს გავიგე, რომ მეორე ქალიშვილი ოლგა შემეძინა. მართალია, ცოლ-შვილისგან შორს ვიყავი, მაგრამ მანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ მეც და მარიაც იეჰოვას ერთგულები დავრჩით.
მარია და ჩვენი გოგონები, ოლგა და ირინა, 1965 წელი
წელიწადში ერთხელ მარია ციხეში მინახულებდა, მიუხედავად იმისა, რომ ტულუნიდან სარანსკში ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებას მატარებლით 12 დღე სჭირდებოდა. ყოველ წელს მას ჩემთვის ახალი ჩექმები ჩამოჰქონდა, რომლის ქუსლებშიც „საგუშაგო კოშკის“ ახალ ნომრებს მალავდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ბავშვებიც ჩამოიყვანა ჩემ სანახავად. წარმოიდგინეთ, როგორ გამახარებდა მათ გვერდით ყოფნა!
-