საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • ივან კრილოვი იხსენებს: „მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ დავუკავშირდი და-ძმებს, რომლებიც ქვანახშირის მაღაროებში იძულებით მუშაობდნენ და დავეხმარე მათ, რომ ერთმანეთთან კავშირი ჰქონოდათ. ვისაც ჩვენი ჟურნალების ხელნაწერები ჰქონდა, სხვებსაც აძლევდა. მოწმეები ყველა კოლონიაში ქადაგებდნენ და ბევრი ავლენდა ინტერესს. გათავისუფლების შემდეგ ზოგი მდინარე ვორკუტაში მოინათლა.

      იეჰოვასა და მისი სამეფოს გულისთვის ჩვენ ყოველთვის ვხვდებოდით რწმენის გამოცდებს. ერთხელ, 1948 წელს, ვორკუტის კოლონიაში ზოგიერთმა პატიმარმა აჯანყების გეგმა შეადგინა. მათ სხვა პატიმრებს უთხრეს, რომ აჯანყება წარმატებით დამთავრდებოდა, თუ ეროვნებისა და რელიგიის მიხედვით ჯგუფებად გაერთიანდებოდნენ. მაშინ კოლონიაში 15 მოწმე ვიხდიდით სასჯელს. ჩვენ ვუთხარით აჯანყებულებს, რომ ქრისტიანები ვიყავით და მათ არ შევუერთდებოდით. ავუხსენით, რომ ადრინდელი ქრისტიანებიც არ მონაწილეობდნენ რომაელების წინააღმდეგ აჯანყებაში. ჩვენმა განაცხადმა ბევრი გააოცა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიდექით“.

      აჯანყება ტრაგიკულად დასრულდა. ჯარისკაცებმა ჩაახშეს ამბოხება და აჯანყებულები სხვა ბარაკებში გადაიყვანეს. ბარაკებს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქ თითქმის ყველა დაიღუპა. ჯარისკაცებს მოწმეებისთვის არაფერი დაუშავებიათ.

      ივანი განაგრძობს: „1948 წლის დეკემბერში ერთ კოლონიაში შევხვდი რვა ძმას, რომელთაც 25-25 წელი ჰქონდათ მისჯილი. მკაცრი ზამთარი იდგა და მაღაროებში მუშაობა რთული იყო. მიუხედავად ამისა, ძმების თვალებში ძლიერი რწმენა და იმედი დავინახე. მათი დადებითი განწყობა იმ პატიმრებსაც ამხნევებდა, ვინც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ“.

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 100 გვერდზე]

      ივან კრილოვი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება