საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მართალნი მზესავით გაანათებენ“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • 5. ვინ არის მტერი და რას წარმოადგენს სარეველა?

      5 ვინ არის მტერი და რა არის სარეველა? როგორც იესომ თქვა, მტერი ეშმაკია, სარეველა კი — „ბოროტის ძეები“ (მათ. 13:25, 38, 39). როგორც ჩანს, იესო სარეველაში ღვარძლს გულისხმობდა. მომწიფებამდე ეს შხამიანი სარეველა ძალიან ჰგავს ხორბალს. ეს სიტყვა ნამდვილად კარგად აღწერს ვაი-ქრისტიანებს, რომლებსაც თავი სამეფოს ძეებად მოაქვთ, მაგრამ შესაფერისი ნაყოფი არ გამოაქვთ. ეს თვალთმაქცი ქრისტიანები, რომლებსაც ქრისტეს მიმდევრობაზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში სატანა ეშმაკის „შთამომავლები“ არიან (დაბ. 3:15).

      6. როდის ამოჰყო თავი სარეველამ და როგორ მიიძინა მრავალმა?

      6 როდის გამოჩნდნენ სარეველასთან შედარებული ქრისტიანები? „როცა ხალხს ეძინა“, — თქვა იესომ (მათ. 13:25). როდის მოხდა ეს? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომლებიც მან ეფესოელ უხუცესებს მისწერა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30). პავლემ უხუცესები გააფრთხილა, რომ სულიერად ეფხიზლათ. მას შემდეგ, რაც განდგომილების შემკავებელმა მოციქულებმა სიკვდილის ძილით მიიძინეს, მრავალმა ქრისტიანმა სულიერად დაიძინა (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:3, 6—8). ამას მოჰყვა დიდი განდგომილება.

      7. გადაიქცა ხორბალი სარეველად? ახსენით.

      7 იესოს არ უთქვამს, რომ ხორბალი სარეველად გადაიქცეოდა. მან თქვა, რომ სარეველა ხორბალს შორის ჩაითესებოდა. ამ მაგალითით იესოს ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენისგან განდგომა კი არ აღუწერია, არამედ ის, რომ სატანის მცდელობით ქრისტიანულ კრებაში შემოიპარებოდნენ ბოროტი ადამიანები და გახრწნიდნენ კრებას. უკანასკნელი მოციქული იოანე უკვე ღრმად მოხუცებული იყო, როცა განდგომილებამ აშკარად იჩინა თავი (2 პეტ. 2:1—3; 1 იოან. 2:18).

  • „მართალნი მზესავით გაანათებენ“
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • 9 აქედან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყაროს მრავალი მიმდინარეობის, თავდაპირველად რომის კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების, მოგვიანებით კი პროტესტანტული განშტოებების სახით, სარეველას არნახული მოსავალი მოვიდა. პარალელურად მთელ მსოფლიოში კარგი თესლიც ითესებოდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება