-
კრისტოფ პლანტენი პიონერი ბიბლიის ბეჭდვაშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ნოემბერი
-
-
„უმნიშვნელოვანესი მიღწევა ბეჭდვით საქმეში“
1567 წელს, მაშინ როცა ნიდერლანდელ ხალხში ესპანეთის მმართველობისადმი უკმაყოფილება მატულობდა, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ იქ ჰერცოგი ალბა გააგზავნა და მმართველად დანიშნა. მეფისგან სრული ძალაუფლებით აღჭურვილი ჰერცოგი შეეცადა პროტესტანტთა მოძრაობის ჩახშობას, რომელთაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემხრობოდა. პლანტენმა ისარგებლა სიტუაციით და შეეჭიდა უდიდეს პროექტს, რომელიც, როგორც თავად იმედოვნებდა, ყველანაირად გააბათილებდა მის წინააღმდეგ აგორებულ ჭორებს. მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, გაეკეთებინა ბიბლიის ავტორიტეტული გამოცემა, რომელშიც წმინდა წერილი დედნისეულ ენებზე იქნებოდა წარმოდგენილი. ბიბლიის ამ ახალი გამოცემისთვის პლანტენს დახმარება ესაჭიროებოდა; მან ფილიპე II-ს მიმართა. მეფემ ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა გამომცემელს და ცნობილი ჰუმანისტი, არიას მონტანუსიც დანიშნა ამ პროექტის ზედამხედველად.
მონტანუსი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. მან მრავალი ენა იცოდა. დღეში ის 11 საათს მუშაობდა. მას ესპანელი, ბელგიელი და ფრანგი ლინგვისტებიც ეხმარებოდნენ. მათი მიზანი იყო, გაეკეთებინათ ცნობილი „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ განახლებული ვერსიაb. ლათინური ვულგატის, ბერძნული სეპტუაგინტისა და დედნისეული ებრაული ტექსტის გარდა პლანტენის ახალ მრავალენოვან ბიბლიაში შესული იყო არამეული თარგუმი და სირიული ფეშიტა. ყველა ამ ტექსტს თან ახლდა შესაბამისი ლათინური სიტყვასიტყვითი თარგმანი.
ამ კოლოსალური ნაშრომის ბეჭდვა დაიწყო 1568 წელს და დასრულდა 1572 წელს. ეს საქმე საკმაოდ სწრაფად დაგვირგვინდა, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ტექნიკურ შესაძლებლობებს. მეფე ფილიპე II-ის მიმართ მიწერილ წერილში მონტანუსი ამბობდა: „ერთ თვეში აქ იმაზე მეტი კეთდება, ვიდრე რომში ერთ წელიწადში“. პლანტენმა ეს ახალი მრავალენოვანი ბიბლია რვა ტომად გამოსცა. მთლიანობაში მან 1213 ასეთი რვატომეული დაბეჭდა. თავფურცელზე გამოსახული იყო, თუ რა მშვიდობიანად ჭამდნენ ერთი გეჯიდან ლომი, ხარი, მგელი და ცხვარი. ეს სურათი ასახავდა ესაიას 65:25-ში აღწერილ სცენას. თუ არ ჩავთვლით ყდის ღირებულებას, ასაკინძი წიგნების ფასი 70 გულდენს შეადგენდა — ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, რადგან მაშინ ოჯახის საშუალო შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 50 გულდენი იყო. მოგვიანებით ეს რვატომეული „ანტვერპენის პოლიგლოტის“ სახელით გახდა ცნობილი. მას აგრეთვე „ბიბლია რეგია“ (სამეფო ბიბლია) ეწოდა, რადგან ეს პროექტი მეფე ფილიპე II-მ დააფინანსა.
მიუხედავად იმისა, რომ პაპმა გრიგოლ XIII-მ ბიბლიის ეს გამოცემა მოიწონა, არიას მონტანუსს მაინც მკაცრად აკრიტიკებდნენ მისი ნაშრომისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მონტანუსი დედნისეულ ებრაულ ტექსტს ლათინურ ვულგატაზე მაღლა აყენებდა. მისი მთავარი ოპონენტი იყო ესპანელი თეოლოგი ლეონ დე კასტრო, რომელიც ლათინურ ვულგატას ყველაზე ავტორიტეტულ ნაშრომად მიიჩნევდა. დე კასტრო მონტანუსს ადანაშაულებდა იმაში, თითქოს მან ტექსტი სამების საწინააღმდეგო ფილოსოფიით დაამახინჯა. მაგალითად, დე კასტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ სირიულ ფეშიტაში 1 იოანეს 5:7-დან ამოღებული იყო ამ მუხლის მეორე, დამატებული ნაწილი, რომელიც სინამდვილეში დედნის ტექსტს არ ეკუთვნოდა, კერძოდ შემდეგი სიტყვები: „ზეცაში — მამა, სიტყვა და სულიწმინდა: და ეს სამი ერთია“ („მეფე ჯეიმზის თარგმანი“). თუმცაღა, ესპანეთის ინკვიზიციამ მონტანუსს მწვალებლობის ყოველგვარი ბრალდება მოუხსნა. ზოგიერთმა „ანტვერპენის პოლიგლოტს“ უწოდა „XVI საუკუნეში მცხოვრები ერთი მესტამბის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ბეჭდვით საქმეში“.
-
-
კრისტოფ პლანტენი პიონერი ბიბლიის ბეჭდვაშისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ნოემბერი
-
-
[სურათი 16 გვერდზე]
„ანტვერპენის პოლიგლოტში“ შესულია ებრაული ტექსტი, ლათინური ვულგატა, ბერძნული სეპტუაგინტა, აგრეთვე სირიული ფეშიტა და არამეული თარგუმი შესაბამისი ლათინური თარგმანებით.
[საავტორო უფლება]
By courtesy of Museum Plantin–Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen
-