-
შუა საუკუნეების ესპანეთი ღვთის სიტყვას ეცნობასაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 მარტი
-
-
მეფე ალფონსო X-მ მხარი დაუჭირა ბიბლიის თარგმნას ესპანურ ენაზე
ესპანეთის მეფე ალფონსო X-ს (1252—1284 წწ.), რომელსაც ესპანური პროზის ფუძემდებლად მიიჩნევდნენ, დიდი სურვილი ჰქონდა, წმინდა წერილები ამ ახალ ენაზე თარგმნილიყო, რასაც ყველანაირად უჭერდა მხარს. იმ პერიოდისთვის არსებულ ესპანურ თარგმანებში შედიოდა „ალფონსომდელი ბიბლია“, რომელიც იმ დროისთვის მოცულობით ყველაზე დიდ ნაშრომად ითვლებოდა, და „ალფონსოს ბიბლია“, რომელიც ამ თარგმანის შემდეგ მალევე გამოჩნდა.
ასე გამოიყურება XIII საუკუნეში შექმნილი ალფონსომდელი (მარცხნივ) და ალფონსოს (მარჯვნივ) ბიბლიების გვერდები
ორივე ნაშრომმა დიდი წვლილი შეიტანა ახლად ჩამოყალიბებული ენის განვითარებასა და გამდიდრებაში. სწავლული ტომას მონტგომერი „ალფონსომდელ ბიბლიაზე“ ამბობს: „ეს გახლავთ შესანიშნავი ნაშრომი, რომელშიც დაცულია სიზუსტე და დახვეწილი ენაა გამოყენებული . . . ტექსტი მარტივი და გასაგები ენით იყო ნათარგმნი მათთვის, ვინც არ იცოდა ლათინური ენა“.
თუმცა ეს პირველი ესპანური ბიბლიები „ლათინური ვულგატიდან“ ითარგმნა და არა ორიგინალიდან.
-