საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სიბრძნის მაძიებელი მეფე
    გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
    • ალფონსოს ბიბლია

      ალფონსო X-მ ბრძანა ბიბლიის გარკვეული წიგნების ესპანურ ენაზე თარგმნა. მასალის სიუხვემ ტოლედოს აკადემიის სწავლულებს უფრო მეტი გამოცდილება შესძინა. როგორც ესპანელი ისტორიკოსი ხუან დე მარიანა აღნიშნავს, მეფე იმედოვნებდა, რომ ესპანურ ენაზე ბიბლიის არსებობა დახვეწდა და გაამდიდრებდა ენას. ამიტომ მან იზრუნა ბიბლიის თარგმნაზე და ამ საქმეს ფინანსურადაც დაუჭირა მხარი. უეჭველია, რომ ბიბლიის ამ ადრეულმა თარგმანმა ნამდვილად გაამდიდრა ესპანური ენა.

      ესპანეთის მეფე ბიბლიას ფასდაუდებელ წიგნად მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ კაცობრიობას მისით უნდა ეხელმძღვანელა. „ესპანეთის ქრონიკის“ პროლოგში ალფონსო X წერდა: „თუ დავფიქრდებით იმ სასარგებლო მხარეებზე, რაც წმინდა წერილებში იკვეთება, აღმოვაჩენთ, რომ ბიბლია ის წიგნია, რომელიც მოგვითხრობს სამყაროს შექმნაზე, პატრიარქებზე  . . . აღთქმული მესიის — უფალ იესო ქრისტეს მოსვლაზე, მის წამებაზე, აღდგომასა და ზეცად ამაღლებაზე“.

      მეფემ აგრეთვე ხელმძღვანელობა გაუწია საკმაოდ დიდი ლიტერატურული პროექტის შედგენას, რომელსაც „საყოველთაო მატიანე“ უწოდა. ამ კრებულში შესული იყო ესპანურ ენაზე ნათარგმნი ებრაული წერილების ზოგიერთი წიგნი (მას მოგვიანებით დაემატა რამდენიმე წიგნი ბერძნული წერილებიდან). ეს შთამბეჭდავი ნაშრომი ცნობილია, როგორც „ალფონსოს ბიბლია“ (Biblia Alfonsina). შუა საუკუნეებში ის მოცულობით ყველაზე დიდი ნაშრომი იყო. „ალფონსოს ბიბლიის“ არაერთი ასლი გაკეთდა; ნაწილობრივ ის პორტუგალიურ და კატალანურ ენებზეც ითარგმნა.

  • სიბრძნის მაძიებელი მეფე
    გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
    • [სურათები 13 გვერდზე]

      მეფე ტოლედოს აკადემიის მთარგმნელებთან ერთად (ზემოთ); გადამწერები (შუაში); ლუკას სახარება „ალფონსოს ბიბლიაში“ (ქვემოთ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება