-
რა გვიშლის ხელს, გავიცნოთ ღმერთი სახელით?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივლისი
-
-
ცნობილ Reina Valera-ს თარგმანში ხშირად გვხვდება ღვთის საკუთარი სახელი.
-
-
რა გვიშლის ხელს, გავიცნოთ ღმერთი სახელით?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 ივლისი
-
-
გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მრჩეველი მთარგმნელობით საკითხებში, სტივენ ვოუთი წერს: „ლათინური ამერიკის პროტესტანტულ წრეებში ერთ-ერთი სადავო საკითხი, რომელზე კამათსაც ბოლო არ უჩანს, ეხება სახელ იეჰოვას გამოყენებას . . . საინტერესოა ისიც, რომ ახალ-ორმოცდაათიანელთა ეკლესიამ, რომელიც საკმაოდ დიდია და საკმაოდ სწრაფადაც იზრდება . . . მოითხოვა Reina Valera-ს თარგმანის 1960 წლის გამოცემა, ოღონდ სახელ იეჰოვას გარეშე. ეს სახელი ჩანაცვლებული უნდა ყოფილიყო უფლით“. ვოუთის სიტყვების თანახმად, გაერთიანებულმა ბიბლიურმა საზოგადოებამ თავიდან უარი თქვა ამაზე, თუმცა მოგვიანებით მაინც დაბეჭდა Reina Valera-ს ბიბლია «სიტყვა „იეჰოვას“ გარეშე».
-