საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 12/98 გვ. 2-7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 12/98 გვ. 2-7

განცხადებები

◼ შესათავაზებელი ლიტერატურა დეკემბერში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, აგრეთვე „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. იანვარში: „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“, „ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისცემაში გაერთიანებულნი“ და ბროშურა „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“. თებერვალში: „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ყურადღება გაამახვილე ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებაზე. ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი, რომელიც კრებას მარაგში აქვს. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. თუ ინტერესი გამოვლინდა, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ ყურადღება მიაქციეთ, რომ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ გამოცემასთან ერთად იგზავნება «სასწავლო შეკითხვები ბროშურისთვის „უნდა გწამდეს სამება?“», რომელსაც გამოვიყენებთ წიგნის შესწავლებზე 21 დეკემბრით დაწყებული კვირიდან 15 მარტით დაწყებული კვირის ჩათვლით.

◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიშები 1 დეკემბერს ან რაც შეიძლება მალე. როდესაც ეს გაკეთდება, განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში მას შემდეგ რაც წაიკითხება მომდევნო საფინანსო ანგარიში.

◼ გახსენების საღამო 2000 წელს ჩატარდება ოთხშაბათს, 19 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს ნაადრევი მითითება იმიტომაა, რომ ძმებმა შეძლონ აუცილებელი ადგილის დაჯავშნა ან მოლაპარაკება დარბაზებთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, როდესაც რამდენიმე კრება იყენებს ერთსა და იმავე დარბაზს და საჭიროა, მოიძებნოს სხვა შენობა. უხუცესები უნდა შეუთანხმდნენ შენობის ადმინისტრაციას, რომ შენობაში მიმდინარე სხვა საქმიანობებმა ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდად და ორგანიზებულად ჩატარებას. რადგანაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, უხუცესთა საბჭომ გახსენების საღამოზე მომხსენებლად უნდა დანიშნოს ყველაზე გამოცდილი ძმა, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, რიგრიგობით წაიკითხონ მოხსენება ან ყოველწლიურად ერთი და იგივე პიროვნება აირჩიონ ამისთვის. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არის უნარიანი ცხებული უხუცესი, რომელსაც მოხსენების წაკითხვა შეუძლია.

◼ უახლოეს მომავალში გამოიცემა ბროშურა „ღვთისგან ხელმძღვანელობა — სამოთხემდე მიმყვანი გზა“. ეს ბროშურა მომზადდა სპეციალურად იმ მუსულმანებისთვის, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და თავისუფლად შეუძლიათ შეისწავლონ ბიბლია. ეს ბროშურა 20-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. ამჯერად თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სხვა ენებზე გაკეთდება განცხადება მაშინ, როცა ხელმისაწვდომი იქნება.

◼ რადგან იანვარში ხუთი შაბათ-კვირაა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.

◼ კიდევ ორმა კლასმა დაამთავრა სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა. მეორე კლასის გამოშვება 19 ივლისს შედგა, მესამე კლასის კი — 25 ოქტომბერს. დაე იეჰოვამ აკურთხოს ამ ორი კლასის კურსდამთავრებულების მსახურება.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ — იაპონური

„ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ — ამხარული

„ბიბლიის სწავლების საწყისები“ — აზერბაიჯანული, აფხაზური

„გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19) — ადიღეური

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73) — აზერბაიჯანული, აფხაზური

„ვინ არის იეჰოვა“ (T-23) — ინგლისური, რუსული

„იხარე ოჯახური ცხოვრებით“ (T-21) — აზერბაიჯანული

„მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ — ალტაური, კაბარდინული

„მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ — თათრული

„მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“ — აფხაზური

„ნუგეში დეპრესიით დატანჯულთათვის“ (T-20) — აზერბაიჯანული

„ჟამი ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილებისა“ — აზერბაიჯანული

„რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ (T-16) — აფხაზური

„რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“ — იაპონური, ტაი

„საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №2 — სომხური (დასავლური)

„სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ (T-22) — აზერბაიჯანული

„ღვთიური ჭეშმარიტების ბილიკი, რომელიც გათავისუფლებისკენ მიდის“ — მალაიალამური

„ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-74) — აზერბაიჯანული

1999 წლის იანვარი-მარტის ნომრით დაიწყება ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემა ვიეტნამურ ენაზე კვარტალურად.

◼ ახალი აუდიოკასეტები:

„უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება — როგორ ვიპოვოთ ისინი“ (1 კასეტა) — ჩინური (მანდარინი)

1999 წლის 8 იანვრის ნომრით დაიწყება ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოიცემა აუდიოკასეტებზე ესპანურ ენაზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება