საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიური თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • მაგალითად, ზოგიერთი დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო მეთოდი სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავს. თავის დროზე იეჰოვამ დაგმო განდგომილი ისრაელების საქციელი, რომლებიც „ჯადოქრობას“ ანუ სპირიტიზმს მიმართავდნენ. მან უთხრა მათ: „ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულ შესაწირავს. საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის. თქვენ იცავთ ახალმთვარობებსა და შაბათებს და მართავთ შეკრებებს. ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას თქვენი საზეიმო შეკრების დროს“ (ეს. 1:13). განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ლოცვას დაგვიბრკოლებს და ღმერთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს (გოდ. 3:44).

  • ბიბლიური თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ნოემბერი
    • 13, 14. ა) როგორ ცდილობს სატანა თავისი მიზნის მიღწევას, როცა საქმე მკურნალობის მეთოდის არჩევას ეხება? ბ) რატომ უნდა მოვერიდოთ იმასაც კი, რაც სპირიტიზმთან ახლოს არის?

      13 სატანა ყველანაირად ეცდება, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩამოგვაშოროს. იგი ამ მიზნის მისაღწევად როგორც მატერიალიზმსა და უზნეობას, ისე მკურნალობის იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც ოკულტიზმისა და სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავს. უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვამ „გვიხსნას ბოროტისგან“ და „ყოველგვარი უკანონობისგან“. ამიტომ, სატანის წისქვილზე რომ არ დავასხათ წყალი, არ უნდა მივმართოთ იმ მეთოდებს, რომლებიც ახლოს არის სპირიტიზმთან (მათ. 6:13; ტიტ. 2:14).

      14 იეჰოვა უკრძალავდა ისრაელებს მკითხაობასა და ჯადოქრობას (კან. 18:10—12). პავლე მოციქულმა სპირიტიზმი „ხორცის საქმეებს“ შორის მოიხსენია (გალ. 5:19, 20). გარდა ამისა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „სპირიტიზმის მიმდევრები“ ვერ დაიმკვიდრებენ ახალ ქვეყნიერებას (გამოცხ. 21:8). ნათელია, რომ იეჰოვას სძულს ყველაფერი, რაც სპირიტიზმს უკავშირდება.

      „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“

      15, 16. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიბრძნე მკურნალობის მეთოდის არჩევისას და რა გონივრული რჩევა მისცა პირველი საუკუნის ქრისტიანებს ხელმძღვანელმა საბჭომ?

      15 თუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ დიაგნოსტიკურ თუ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს სპირიტიზმთან აქვს კავშირი, გონივრული იქნება, საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. რასაკვირველია, თუ ჩვენთვის უცნობია, რა პრინციპი უდევს საფუძვლად მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მეთოდი სპირიტიზმთან არის კავშირში. ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს ბიბლიური პრინციპები რომ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, საჭიროა ღვთიური სიბრძნე და განსჯის უნარი. იგავების მესამე თავში ვკითხულობთ: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს . . . შეინარჩუნე სიბრძნე და ჭკუა. სიცოცხლე იქნება ეს შენი სულისთვის“ (იგავ. 3:5, 6, 21, 22).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება