-
წინააღმდეგობა გაუწიე ეშმაკს და მის ხრიკებს!„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
მიენდე იეჰოვას ავადმყოფობის დროს
17. რომელ ხრიკს მიმართავს სატანა ქრისტიანის შესაცდენად, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს?
17 სატანა თავისი მიზნის მისაღწევად არა მარტო იმით სარგებლობს, რომ გართობის სურვილი გვაქვს, არამედ იმითაც, რომ მოთხოვნილება გვაქვს, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. განვიხილოთ, როგორ აკეთებს ის ამას. ქრისტიანს, რომელმაც მკურნალობის არაერთ მეთოდს მიმართა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა მაინც უარესდება, შეიძლება გულგატეხილობა დაეუფლოს (მარკოზი 5:25, 26). ასეთი მდგომარეობა შეიძლება ხელსაყრელი იყოს სატანისა და დემონებისთვის. დემონებმა შეიძლება სასოწარკვეთილ ქრისტიანს მკურნალობის ისეთი მეთოდის არჩევისკენ უბიძგონ, რომელიც ჯადოქრობასთან ან სპირიტიზმის სხვა სახეობასთან არის დაკავშირებული (ესაია 1:13) თუ დემონები ამ ხრიკით მიზანს მიაღწევენ, ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობა გაუფუჭდება. როგორ?
18. რა სახის მკურნალობაზე ამბობს ქრისტიანი უარს, და რატომ?
18 ისრაელებს, რომლებიც ჯადოქრობას მიმართავდნენ, იეჰოვამ უთხრა: „ხელებს რომ იშვერთ, თვალს გარიდებთ. თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ“ (ესაია 1:15). რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ლოცვას დაგვიბრკოლებს და იეჰოვას მხარდაჭერას დაგვაკარგვინებს, განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს (ფსალმუნი 41:3). ამგვარად, თუ დიაგნოსტიკის ან მკურნალობის რომელიმე მეთოდს რაიმე საერთო აქვს სპირიტიზმთან, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უარი უნდა თქვას მასზე (მათე 6:13).b თუ ასე მოიქცევა, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს (იხილეთ ჩარჩო „ნუთუ ეს მართლა სპირიტიზმია?!“).
-
-
წინააღმდეგობა გაუწიე ეშმაკს და მის ხრიკებს!„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1994 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19—22 (რუს.) და 2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“.
-