-
იეჰოვას დახმარებით წინ აღუდექით ბოროტ სულებსსაგუშაგო კოშკი — 2019 | აპრილი
-
-
როგორ შეჰყავთ ბოროტ სულებს ხალხი შეცდომაში
3, 4. ა) რა არის სპირიტიზმი? ბ) რამდენად დიდია სპირიტიზმისადმი ინტერესი?
3 სატანას და დემონებს ხალხი, ძირითადად, სპირიტიზმის მეშვეობით შეჰყავთ შეცდომაში. სპირიტიზმის მიმდევრები აცხადებენ, რომ იციან და აკონტროლებენ იმას, რისი ცოდნაც და გაკონტროლებაც, როგორც წესი, ადამიანებს არ შეუძლიათ. მაგალითად, ზოგი ირწმუნება, რომ ასტროლოგიითა თუ მკითხაობით შეუძლია მომავალის გაგება. სხვები კი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გარდაცვლილებთან ამყარებენ კონტაქტს. ზოგიც მაგიას მიმართავს და სხვებს ჯადოს უკეთებს.b
-
-
იეჰოვას დახმარებით წინ აღუდექით ბოროტ სულებსსაგუშაგო კოშკი — 2019 | აპრილი
-
-
9. სპირიტიზმთან დაკავშირებულ რომელ საქმეებს ვერიდებით?
9 მოერიდეთ ყველაფერს, რაც სპირიტიზმს უკავშირდება. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვერიდებით სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას. მაგალითად, არც სულების გამომძახებლის და არც სხვა საშუალებით ვცდილობთ გარდაცვლილებთან ურთიერთობის დამყარებას. როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, ქრისტიანები ვერიდებით დაკრძალვის ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც სულის უკვდავების იდეას ეფუძნება. ჩვენ არც ასტროლოგებისა და მკითხავების მეშვეობით ვცდილობთ მომავლის გაგებას (ეს. 8:19). ღვთის მსახურებს კარგად გვესმის, რამდენად სახიფათოა ისეთ საქმეებში მონაწილეობა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანმა შეიძლება პირდაპირი კავშირი დაამყაროს სატანასა და დემონებთან.
-