საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფის საკადრისი ძღვენი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 მარტი
    • სურნელოვანი სანელებლები

      მეფის საკადრისი ძღვენი

      „აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ . . . ამოალაგეს თავიანთი განძეული და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და სმირნა“ (მათე 2:1, 11).

      რას მიართმევდით საჩუქრად პატივდებულ ადამიანს? ბიბლიურ დროში ზოგიერთი სურნელოვანი მცენარე ოქროსავით ძვირფასი იყო, იმდენად ძვირფასი, რომ მეფის საკადრის ძღვნად ითვლებოდა.a ამიტომაც იყო, რომ იმ საჩუქრებში, რომლებიც ასტროლოგებმა „იუდეველთა მეფეს“ მიართვეს, ორი სურნელოვანი სანელებელი იყო (მათე 2:1, 2, 11).

      ბალზამის ზეთი

      ბალზამის ზეთი

      ბიბლია იმის შესახებაც მოგვითხრობს, როცა საბას დედოფალი სოლომონს ესტუმრა და საჩუქრად „მიართვა . . . მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ბალზამი დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები; არასდროს ყოფილა იქ იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა მეფე სოლომონს“b (2 მატიანე 9:9). სოლომონს იმ დროინდელი სამეფოების მეფეებიც უგზავნიდნენ ბალზამს პატივისცემის ნიშნად (2 მატიანე 9:23, 24).

      რატომ ფასობდა ასე ბიბლიურ დროში სურნელოვანი მცენარეები და მისგან დამზადებული სანელებლები? მათი მრავალმხრივი გამოყენების გამო. მათ იყენებდნენ კოსმეტიკაში, რელიგიურ მსახურებაში და დასაკრძალავად ცხედრის მოსამზადებლად (იხილეთ ჩარჩო „სურნელოვანი სანელებლების გამოყენება ბიბლიურ დროში“). გარდა იმისა, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, სანელებლები ძვირად იმის გამოც ფასობდა, რომ მათი მოპოვება და ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

      არაბეთის უდაბნოს გადაკვეთა

      კასია

      კასია

      ბიბლიურ დროში ზოგი სურნელოვანი მცენარე იორდანეს ველზე იზრდებოდა, ზოგი კი სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. ბიბლიაში არაერთი სურნელოვანი მცენარეა მოხსენიებული, ყველაზე ხშირად ზაფრანა, ალოე, ბალზამი, დარიჩინი, გუნდრუკი და სმირნა. გარდა ამისა, ბიბლია მოიხსენიებს საკვების სანელებლებსაც, მაგალითად, ზირას, პიტნასა და კამას.

      საიდან შემოჰქონდათ ეგზოტიკური სანელებლები? ალოე, კასია და დარიჩინი მოიპოვებოდა დღევანდელი ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკის ტერიტორიებზე. სმირნას და გუნდრუკს იღებდნენ იმ ხეებისა და ბუჩქებისგან, რომლებიც ხარობდა არაბეთის სამხრეთიდან სომალიმდე (აფრიკა) გადაჭიმულ უდაბნოში. ნარდი კი მხოლოდ ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მოიპოვებოდა.

      ზაფრანა

      ზაფრანა

      სურნელოვანი მცენარეებისგან დამზადებული სანელებლები ისრაელში არაბეთის უდაბნოს გავლით ჩაჰქონდათ. გარკვეულწილად ამან განაპირობა ის, რომ ძვ. წ. II და I ათასწლეულებში „აღმოსავლეთიდან დასავლეთში იმპორტული საქონლის შეტანისა და ვაჭრობის საქმეში მონოპოლია არაბეთს ჰქონდა აღებული“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (The Book of Spices). ისრაელის სამხრეთით, ნეგებში, ძველი ქალაქების ნანგრევების, ციხე-სიმაგრეებისა და ქარავნების გასაჩერებელი ადგილების აღმოჩენისას გამოიკვეთა, თუ რა გზას გადიოდნენ სანელებლებით მოვაჭრენი. აღმოჩენილი ქალაქები იმაზეც „მოწმობს, რომ სამხრეთ არაბეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე მცხოვრებთათვის ვაჭრობა მეტად სარფიან საქმეს წარმოადგენდა“, — იუწყება იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი.

      „მცირე მოცულობის, მაღალი ფასისა და დიდი მოთხოვნის გამო, სურნელოვანი სანელებლები ვაჭრებისთვის განსაკუთრებით სასურველ საქონელს წარმოადგენდა“ — (The Book of Spices)

      სურნელოვანი სანელებლებით დატვირთულ ქარავნებს გამუდმებით უწევდათ დაახლოებით 1 800 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა არაბეთის გადასაკვეთად (იობი 6:19). ბიბლიაში მოხსენიებულია ისმაელელ ვაჭართა ქარავანი, რომელთაც გალაადიდან ეგვიპტეში „საკმელი, ბალზამი, და ხის ფისიანი ქერქი“ მიჰქონდათ (დაბადება 37:25). იაკობის ვაჟებმა თავიანთი ძმა, იოსები, სწორედ ამ ვაჭრებს მიჰყიდეს.

  • მეფის საკადრისი ძღვენი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 მარტი
    • იესოსთვის მირთმეული ორი სურნელოვანი სანელებელი

      როგორც გუნდრუკი, ისე სმირნა მიიღებოდა ფისისგან, რომელსაც პატარა ხის ან ეკლიანი ბუჩქის ქერქის დასერვის შედეგად მოიპოვებდნენ.

      გუნდრუკის ხე ხარობდა არაბეთის სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო სმირნის ბუჩქი — დღევანდელი სომალისა და იემენის ნახევარუდაბნოებში. ორივე მცენარე სურნელის გამო ძალიან ფასობდა. ეს სურნელოვანი მცენარეები იეჰოვამ თაყვანისცემაში გამოსაყენებლად აირჩია. მაგალითად, სმირნა საცხები ზეთის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, გუნდრუკი კი — საკმევლის (გამოსვლა 30:23—25, 34—37). თუმცა მათ სხვადასხვაგვარად იყენებდნენ.

      გუნდრუკს ძირითადად საკმევლად იყენებდნენ, რადგან სურნელს მხოლოდ დაწვის შემდეგ უშვებდა, ხოლო სმირნის ბუჩქისგან გამოყოფილი ფისი თავისთავად არომატული იყო. იესოსთან დაკავშირებით სმირნა სახარებაში სამჯერ არის მოხსენიებული: მაშინ, როცა პატარაობისას მას ძღვნად მიართვეს (მათე 2:11), როცა ძელზე გაკრულს ტკივილის დასაამებლად ღვინოში გარეული შესთავაზეს (მარკოზი 15:23) და მაშინ, როცა მისი ცხედარი დასაკრძალავად მოამზადეს (იოანე 19:39).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება