-
„მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიცსაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მარტი
-
-
15. ძირითადად, როგორ მიეწოდებოდა კრებებს სულიერი საზრდო პირველ საუკუნეში და ვინ ასრულებდა მთავარ როლს მის განაწილებაში?
15 ძირითად სულიერ საზრდოს პირველ საუკუნეში კრების წევრები იღებდნენ უშუალოდ მოციქულთაგან და მოწაფეთაგან, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქრისტიანულ კრებას. მათი წერილები — განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღვთის შთაგონებით დაწერილ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 წიგნს მიეკუთვნება — კრებებში ვრცელდებოდა. უეჭველია, სწორედ ამ წერილების საფუძველზე ასწავლიდნენ კრებებში ადგილობრივი უხუცესები. ამგვარად, „მონის“ კლასის წევრები ერთგულად აწვდიდნენ უხვ სულიერ საზრდოს გულწრფელ ქრისტიანებს. პირველ საუკუნეში „მონის“ კლასი ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას.
-
-
„მონა“, რომელიც ერთგულიც არის და გონიერიცსაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 მარტი
-
-
„მონა“ 19 საუკუნის შემდეგ
16, 17. როგორ დაამტკიცა „მონამ“, რომ ერთგულად ასრულებდა დავალებას 1914 წლისთვის?
16 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? 1914 წელს, როცა იესო მოვიდა, ნახა მან დედამიწაზე ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც ხალხს ერთგულად აწვდიდა სულიერ საზრდოს თავის დროზე? დიახ. ამ ჯგუფის ამოცნობა ადვილი იყო გამოღებული კარგი ნაყოფის მიხედვით (მათე 7:20). დრომ აჩვენა, რომ ეს ჯგუფი სწორად იქნა ამოცნობილი.
17 იესოს მოსვლისას მისი „სახლეულის“ დაახლოებით 5 000 წევრი იყო დაკავებული ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებით. მუშაკი არც ისე ბევრი იყო, მაგრამ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად „მონა“ მოხერხებულ მეთოდებს იყენებდა (მათე 9:38). მაგალითად, 2 000-მდე გაზეთში ქვეყნდებოდა ქადაგებები ბიბლიურ თემებზე. ამგვარად, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება ერთდროულად ათიათასობით მკითხველამდე აღწევდა. გარდა ამისა, მომზადდა ფერადი სლაიდებისგან და მოძრავი სურათებისგან შემდგარი რვასაათიანი პროგრამა. ამ მეთოდის შედეგად, სამ კონტინენტზე მთლიანობაში ცხრა მილიონზე მეტ ადამიანამდე მიაღწია ბიბლიურმა ცნობამ, რომელიც შემოქმედებიდან ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულამდე პერიოდს მოიცავს. ბიბლიური ცნობის გასავრცელებლად პუბლიკაციებიც იქნა გამოყენებული. მაგალითად, 1914 წელს „საგუშაგო კოშკი“ 50 000-იანი ტირაჟით იბეჭდებოდა.
18. როდის დააყენა იესომ მონა მთელ თავის საბადებელზე და რატომ?
18 დიახ, როცა ბატონი მოვიდა, მან ნახა, რომ „მონა“ ერთგულად კვებავდა მის „სახლეულს“ და, ამასთანავე, სასიხარულო ცნობას ქადაგებდა.
-