საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის ისრაელი ბეჭედდასმულია
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 12. რატომ არ არის გასაკვირი, რომ 24 უხუცესი კრავის წინაშე მღერის, როგორც ეს გამოცხადების 5:9, 10-ში წერია?

      12 სულიერ ისრაელში გაერთიანების შესაძლებლობა თავდაპირველად იუდეველებსა და იუდეველ პროზელიტებს მიეცათ, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირედმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა. ამიტომ იეჰოვამ უცხოტომელებიც მიიწვია სულიერ ისრაელში გასაერთიანებლად (იოანე 1:10—13; საქმეები 2:4, 7—11; რომაელები 11:7). როგორც ერთ დროს ისრაელისგან გაუცხოებული ეფესოელების შემთხვევაში მოხდა, არაიუდეველებსაც დაესვათ ღვთის სულით ბეჭედი და ისინი ცხებული ქრისტიანების კრებას შეუერთდნენ (ეფესოელები 2:11—13; 3:5, 6; საქმეები 15:14). ამიტომ არ არის გასაკვირი, რატომ მღერის 24 უხუცესი კრავის წინაშე: „შენი სისხლით იყიდე ადამიანები ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან, ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10).

      13. რატომ მიმართავს იესოს ნახევარძმა იაკობი „მიმოფანტულ თორმეტ ტომს“?

      13 ქრისტიანული კრება „რჩეული მოდგმა“, „სამეფო სამღვდელოება“ და „წმინდა ერია“ (1 პეტრე 2:9). ღვთის ერი, ძველი ისრაელი, შეცვალა ახალმა ისრაელმა, რომელიც „ნამდვილი ისრაელია“ (რომაელები 9:6—8; მათე 21:43)a. გასაკვირი არ არის, თუ რატომ სწერს იესოს ნახევარძმა იაკობი თავის წერილს „მიმოფანტულ თორმეტ ტომს“, ანუ ცხებულ ქრისტიანთა მსოფლიო კრებას, რომლის შემადგენლობაშიც დროთა განმავლობაში 144 000 სულით ცხებული შევიდოდა (იაკობი 1:1).

  • ღვთის ისრაელი ბეჭედდასმულია
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 15. ბიბლიის მკვლევარების აზრით, რომლებიც უფლის დღის დადგომამდე ცხოვრობდნენ, რა პერსპექტივა ელოდა ხორციელ ისრაელს უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასასრულს?

      15 სარგებლობს ხორციელი ისრაელი რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობით? უფლის დღის დადგომამდე, როცა ბიბლიის გულწრფელი მკვლევარები ღვთის სიტყვის კვლევას განაგრძობდნენ, მათ სჯეროდათ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროების გასვლის შემდეგ იუდეველები კვლავ მოიპოვებდნენ ღვთის კეთილგანწყობას. ჩ. ტ. რასელი თავის წიგნში „დრო ახლოსაა“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი II, 1889 წელი) იერემიას 31:29—34-ის განხილვისას ხორციელ იუდეველებზე საუბრობდა: «მსოფლიო მოვლენები ადასტურებს, რომ ისრაელი დასჯილია ძვ. წ. [607 წლიდან] და უცხოტომელთა უღელქვეშაა; ის მანამ არ აღორძინდება, სანამ ახ. წ. 1914 წელს არ ამოიწურება „შვიდი დრო“ — 2520 წელი». იმ დროს ეგონათ, რომ ისრაელი აღორძინდებოდა როგორც ერი. ეს პერსპექტივა 1917 წელს უფრო რეალური გახდა, როდესაც ეგრეთ წოდებული „ბალფურის დეკლარაციის“ თანახმად ბრიტანეთის მხარდაჭერით პალესტინაში იუდეველთა „ეროვნული კერა“ უნდა ჩამოყალიბებულიყო.

      16. რას აკეთებდნენ იეჰოვას მოწმეები იმისათვის, რომ ქრისტიანული ცნობა ხორციელი ისრაელის ყურამდე მისულიყო და რა შედეგით?

      16 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პალესტინა დიდი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია გახდა და ბევრ ისრაელს გზა გაეხსნა სამშობლოში დასაბრუნებლად. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა. იყო ეს იმის მაჩვენებელი, რომ ისრაელებს ღმერთი აკურთხებდა? მრავალი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს ასეც სჯეროდათ. ამიტომ 1925 წელს მათ გამოსცეს 128-გვერდიანი წიგნი „ნუგეში იუდეველებისთვის“. 1929 წელს კი გამოსცეს 360-გვერდიანი წიგნი „სიცოცხლე“, რომელიც ებრაელებისთვის იყო გამოცემული; მასში ბიბლიური წიგნი „იობიც“ განიხილებოდა. განსაკუთრებით ნიუ-იორკში დიდი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ ცნობა მესიის შესახებ ებრაელების ყურამდე მისულიყო. საბედნიეროდ, ცოტანი მაინც გამოეხმაურნენ ამ ცნობას. I საუკუნეში მცხოვრებ წინაპართა მსგავსად კი ებრაელების უმეტესობამ არ აღიარა მესიის მოსვლა.

      17, 18. რა გაიგეს ღვთის მონებმა ახალი შეთანხმებისა და იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ, რომლებიც აღორძინებას ეხება?

      17 ცხადია, ისრაელი, როგორც ერი, არ იყო ის ისრაელი, რომელზეც გამოცხადების 7:4—8-ში ან უფლის დღესთან დაკავშირებულ სხვა წინასწარმეტყველებებშია საუბარი. ებრაელები ტრადიციულად თავს არიდებდნენ ღვთის სახელის გამოყენებას (მათე 15:1—3, 7—9). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „იეჰოვა“ (1934 წელი), რომელშიც იერემიას 31:31—34 განიხილება, ერთმნიშვნელოვნად იყო აღნიშნული: „ახალ შეთანხმებას არაფერი აქვს საერთო ისრაელის ხორციელ შთამომავლებთან და არც ზოგადად კაცობრიობასთან. . . ის მხოლოდ სულიერ ისრაელს ეხება“. ბიბლიური წინასწარმეტყველებები აღორძინების შესახებ არ უკავშირდება არც ხორციელ ისრაელს და არც პოლიტიკურ ისრაელს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი და იმ ქვეყნიერების ნაწილია, რომელზეც იესო იოანეს 14:19, 30-სა და 18:36-ში ლაპარაკობდა.

      18 დედამიწაზე ღვთის მონებმა 1931 წელს დიდი სიხარულით მიიღეს სახელი „იეჰოვას მოწმეები“. ისინი მთელი გულით შეუერთდნენ ფსალმუნის 97:11-ში ჩაწერილ სიტყვებს: „სინათლემ გამოანათა მართალთათვის და მხიარულებამ — გულმართალთათვის“. მათ გაიგეს, რომ ახალი შეთანხმება მხოლოდ სულიერ ისრაელთანაა დადებული (ებრაელები 9:15; 12:22, 24). ამ შეთანხმებაში წილი არა აქვს არც ხორციელ ისრაელს, რომელმაც არ მიიღო ცნობა მესიის შესახებ, და არც ზოგადად კაცობრიობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება