-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ესაიას 62-ე თავი უფრო ფართო მასშტაბით სრულდება და გვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას სულიერი ერი — „ღვთის ისრაელი“ — უეჭველად გადარჩება (გალატელთა 6:16).
-
-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
„სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა“ (ესაია 62:1).
-
-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანულ სამყაროს იეჰოვას სახელის შებღალვის ნება ეძლეოდა. მაგრამ ბოლოს, 1914 წელს, იეჰოვას „კეთილგანწყობილების წელიწადი“ დაიწყო და ესაიას წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ფართო მასშტაბით შესრულდა (ესაია 61:2, აქ).
4, 5. ა) ვისი სიმბოლოა დღეს სიონი და მისი შვილები? ბ) რა სახით იყენებს იეჰოვა სიონს, რომ გამოაჩინოს „ანთებული ლამპარივით მისი ხსნა“?
4 იეჰოვას დანაპირები, რომელიც სიონის აღდგენასთან არის დაკავშირებული, დღეს ზეციერ ორგანიზაციაზე — „ზენა იერუსალიმზე“ — სრულდება; ეს ორგანიზაცია დედამიწაზე თავისი შვილებით, სულითცხებული ქრისტიანებით არის წარმოდგენილი (გალატელთა 4:26). იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია მსახურობს როგორც ერთგული დამხმარე — ფხიზელი, მოსიყვარულე და შრომისმოყვარე. რა აღმაფრთოვანებელი მოვლენა იყო, როცა მან მესიანური სამეფო შვა 1914 წელს! (გამოცხადება 12:1—5). განსაკუთრებით 1919 წლიდან მისი შვილები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, ხალხს მისი სიმართლისა და ხსნის შესახებ უქადაგებენ. როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ეს შვილები სინათლეს ასხივებენ და ბნელს ლამპრებივით ანათებენ (მათე 5:15, 16; ფილიპელთა 2:15).
5 იეჰოვა გულწრფელად არის დაინტერესებული თავისი თაყვანისმცემლებით და არ მოისვენებს, არ დადუმდება, სანამ ყველა დანაპირებს არ შეუსრულებს სიონსა და მის შვილებს. ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანამსახური „სხვა ცხვრებიც“ უარს ამბობენ დუმილზე (იოანე 10:16). ისინი ნამდვილად ხმამაღლა მიუთითებენ ხალხს ხსნის ერთადერთ გზაზე (რომაელთა 10:10).
იეჰოვას მიერ დარქმეული „ახალი სახელი“
6. რა აქვს იეჰოვას გამიზნული სიონისთვის?
6 რა აქვს იეჰოვას გამიზნული სიონისთვის — თავისი ზეციერი „დედაკაცისთვის“ — რომელიც ძველი იერუსალიმით იყო წარმოდგენილი? ის ამბობს: «დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს, [„დედაკაცო“, აქ], და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ» (ესაია 62:2).
-
-
„ახალი სახელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
დღეს ღვთის ისრაელისთვის აღმაფრთოვანებელია ის, რომ იეჰოვა ასე ხარობს მათით, და სხვა ცხვრებსაც უხარიათ მათთან ერთად.
8. რა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა სიონს?
8 ახალი სახელის დარქმევის შემდეგ იეჰოვა სიონს ჰპირდება: „იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში“ (ესაია 62:3). იეჰოვა აღაზევებს თავის სიმბოლურ ცოლს, ზეციერ სიონს, რათა მან ყველა აღტაცებაში მოიყვანოს (ფსალმუნი 47:3; 49:2). მშვენების შარავანდი და „სამეფო გვირგვინი“ მიუთითებს, რომ ის პატივითა და ძალაუფლებით არის შემოსილი (ზაქარია 9:16). ღვთის ისრაელი, რომლითაც ზეციერი სიონი, ანუ „ზენა იერუსალიმია“ წარმოდგენილი, ღვთის ძლევამოსილების შესანიშნავი გამოვლინებაა (გალატელთა 4:26). იეჰოვას დახმარებით ამ სულიერმა ერმა განსაცვიფრებელი სახით გამოავლინა სიმტკიცე და ერთგულება. მილიონობით ადამიანს — ცხებულებსაც და სხვა ცხვრებსაც — შესანიშნავი რწმენისა და სიყვარულის გამოვლენის ძალა ეძლევა. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, ცხებულები დიდებულ ზეციურ ჯილდოს მოიპოვებენ და იეჰოვა მათი მეშვეობით მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს ქმნილებას, რომელიც დღეს კვნესის (რომაელთა 8:21, 22; გამოცხადება 22:2).
‘იეჰოვასთვის სასურველი ხარ’
9. აღწერეთ სიონის გარდაქმნა.
9 ახალი სახელის დარქმევა ზეციერი სიონის სასურველ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული — სიონისა, რომლის წარმომადგენლებიც მისი მიწიერი შვილები არიან. «აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას — [„როგორც ცოლს“, აქ] დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას [„როგორც ცოლს“, აქ] პატრონი ეყოლება» (ესაია 62:4).
-