საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • დღეს ღვთის ისრაელისთვის აღმაფრთოვანებელია ის, რომ იეჰოვა ასე ხარობს მათით, და სხვა ცხვრებსაც უხარიათ მათთან ერთად.

      8. რა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა პატივისცემით ეპყრობა სიონს?

      8 ახალი სახელის დარქმევის შემდეგ იეჰოვა სიონს ჰპირდება: „იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში“ (ესაია 62:3). იეჰოვა აღაზევებს თავის სიმბოლურ ცოლს, ზეციერ სიონს, რათა მან ყველა აღტაცებაში მოიყვანოს (ფსალმუნი 47:3; 49:2). მშვენების შარავანდი და „სამეფო გვირგვინი“ მიუთითებს, რომ ის პატივითა და ძალაუფლებით არის შემოსილი (ზაქარია 9:16). ღვთის ისრაელი, რომლითაც ზეციერი სიონი, ანუ „ზენა იერუსალიმია“ წარმოდგენილი, ღვთის ძლევამოსილების შესანიშნავი გამოვლინებაა (გალატელთა 4:26). იეჰოვას დახმარებით ამ სულიერმა ერმა განსაცვიფრებელი სახით გამოავლინა სიმტკიცე და ერთგულება. მილიონობით ადამიანს — ცხებულებსაც და სხვა ცხვრებსაც — შესანიშნავი რწმენისა და სიყვარულის გამოვლენის ძალა ეძლევა. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, ცხებულები დიდებულ ზეციურ ჯილდოს მოიპოვებენ და იეჰოვა მათი მეშვეობით მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს ქმნილებას, რომელიც დღეს კვნესის (რომაელთა 8:21, 22; გამოცხადება 22:2).

      ‘იეჰოვასთვის სასურველი ხარ’

      9. აღწერეთ სიონის გარდაქმნა.

      9 ახალი სახელის დარქმევა ზეციერი სიონის სასურველ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული — სიონისა, რომლის წარმომადგენლებიც მისი მიწიერი შვილები არიან. «აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას — [„როგორც ცოლს“, აქ] დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას [„როგორც ცოლს“, აქ] პატრონი ეყოლება» (ესაია 62:4).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 10. ა) როგორ მოხდა ღვთის ისრაელის გარდაქმნა? ბ) რა არის ღვთის ისრაელის „ქვეყანა“?

      10 ღვთის ისრაელმაც 1919 წლიდან მსგავსი ცვლილება განიცადა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ცხებული ქრისტიანები ღვთისგან უარყოფილნი ჩანდნენ. მაგრამ 1919 წელს მათი საპატიო მდგომარეობა აღდგენილ იქნა, მათი თაყვანისმცემლობა კი — განწმენდილი. ამან გავლენა მოახდინა მათ სწავლებებზე, ორგანიზაციასა და საქმიანობაზე. ღვთის ისრაელი თავის „ქვეყანაში“, სულიერ ადგილ-მამულში, ანუ მოღვაწეობის სფეროში შევიდა (ესაია 66:7, 8, 20—22).

      11. რა გაგებით ეპატრონებიან იუდაელები თავიანთ დედას, როგორც ცოლს?

      11 იეჰოვა კვლავ ხაზს უსვამს თავისი ხალხის საპატიო მდგომარეობას და აცხადებს: «როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს [„როგორც თავის ცოლს“, აქ], ასე [„როგორც ცოლს“, აქ] დაგეპატრონებიან შენი შვილები [„ვაჟები“, აქ]; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი» (ესაია 62:5).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 12. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ ცხებული ქრისტიანები იმ ორგანიზაციის ნაწილი არიან, რომელიც მასთან არის შეკრული ქორწინების კავშირით? ბ) დღეს ქორწინების რა ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს იეჰოვას ურთიერთობა თავის ხალხთან? (იხილეთ ჩარჩო 342-ე გვერდზე).

      12 მსგავსად ამისა, 1919 წლიდან ზეციერი სიონის შვილები დაეპატრონნენ თავიანთ ქვეყანას, სულიერ ადგილ-მამულს, რომლის წინასწარმეტყველური სახელია „ცოლივით დაპატრონებული“. ამ ქვეყანაში მათმა ქრისტიანულმა მოღვაწეობამ ცხადი გახადა, რომ ეს ცხებული ქრისტიანები არიან „ხალხი [იეჰოვას] სახელისთვის“ (საქმეები 15:14). მათ მიერ სამეფოს ნაყოფის გამოღებით და იეჰოვას სახელის შესახებ ქადაგებით ნათელი გახდა, რომ ეს ქრისტიანები სასურველნი არიან იეჰოვასთვის. ღმერთმა ცხადი გახადა, რომ ისინი მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციის ნაწილი არიან. იეჰოვამ ეს ქრისტიანები სულიწმიდით სცხო, გაათავისუფლა სულიერი ტყვეობიდან და ახლა მათ კაცობრიობისთვის სამეფოს იმედის შესახებ ქადაგებაში იყენებს; ყოველივე ამით ის ნათელყოფს, რომ ხარობს მათით, ისევე როგორც სიძე — დედოფლით (იერემია 32:41).

      „ნუ დაიდუმებთ“

      13, 14. ა) როგორ უზრუნველყოფდა იერუსალიმი თავის მცხოვრებლებს უსაფრთხოებით ძველ დროში? ბ) როგორ იქცა დღეს სიონი „სადიდებლად ქვეყანაზე“?

      13 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ღვთის ხალხს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი მათ აღიარებს და მათი პატრონია. ამჯერად, იეჰოვას სხვა მაგალითი მოჰყავს და თავის ხალხს გალავნიან ქალაქს ადარებს: „შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ! ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე“ (ესაია 62:6, 7).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 14 ამჟამად იეჰოვა იყენებს თავის ცხებულ გუშაგებს, რათა თვინიერ ხალხს ცრუ რელიგიის მონობისგან გათავისუფლების გზა დაანახვოს. ასეთი ადამიანები მიწვეული არიან მის ორგანიზაციაში, რომელიც იცავს მათ სულიერი მოწამვლისგან, უარყოფითი ზეგავლენისა და იეჰოვას განაწყენებისგან (იერემია 33:9; სოფონია 3:19). ასეთ დაცვაში უდიდეს როლს ასრულებს გუშაგის კლასი, „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც „დროულად“ გვაძლევს სულიერ „საზრდოს“ (მათე 24:45—47). გუშაგის კლასთან თანამშრომლობით ‘უამრავი ხალხიც’ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ სიონი „სადიდებლად“ გახდეს „ქვეყანაზე“ (გამოცხადება 7:9).

      15. როგორ ემსახურებიან გამუდმებით გუშაგის კლასი და მისი თანამსახურნი იეჰოვას?

      15 გუშაგის კლასი და მათი თანამშრომელნი განაგრძობენ მსახურებას! ენთუზიაზმით აღსავსე მილიონობით ერთგული ადამიანის საქმიანობიდან ჩანს, რომ ისინი მთელი გულით მსახურობენ. მათ მხარს უჭერენ მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი ცოლები, იეჰოვას მოწმეთა ბეთელებსა და სტამბებში მომუშავე მოხალისეები, მისიონერები, სპეციალური, საერთო და დამხმარე პიონერები. გარდა ამისა, ისინი ბევრს შრომობენ სამეფო დარბაზების მშენებლობისთვის, ინახულებენ ავადმყოფებს, ეხმარებიან სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციებში მყოფთ, დროულ დახმარებას უწევენ სტიქიური უბედურებებისა და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლთ. მრავალი ასეთი თავგანწირული ადამიანი ხშირად, პირდაპირი გაგებით, „დღე და ღამე“ მსახურობს! (გამოცხადება 7:14, 15).

      16. რა გაგებით ‘არ ასვენებენ’ იეჰოვას თავისი მსახურები?

      16 იეჰოვას მსახურებს ბიბლია მოუწოდებს, რომ განუწყვეტლივ ილოცონ, სთხოვონ ღმერთს, რომ მისი ნება შესრულდეს „როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც“ (მათე 6:9, 10, სსგ; 1 თესალონიკელთა 5:17). აგრეთვე მათ ეძლევათ მითითება, ‘არ მოასვენონ [იეჰოვა]’, სანამ მათი სურვილები და იმედები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებით არ შესრულდება. იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ ‘დღედაღამ შეჰღაღადონ [ღმერთს]’, რითაც ხაზი გაუსვა გამუდმებით ლოცვის აუცილებლობას (ლუკა 18:1—8).

      ღვთისათვის მსახურება დაჯილდოვდება

      17, 18. ა) რა გაგებით უნდა მოელოდნენ სიონის მკვიდრნი, რომ საკუთარი შრომის ნაყოფით გაიხარებენ? ბ) როგორ ხარობს დღეს იეჰოვას ხალხი საკუთარი შრომის ნაყოფით?

      17 იეჰოვას მიერ დარქმეული ახალი სახელი არწმუნებს მის ხალხს, რომ მათი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. „დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული! რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში“ (ესაია 62:8, 9).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 18 დღეს ეს წინასწარმეტყველება იმით სრულდება, რომ იეჰოვას ხალხი, რომელიც ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, უდიდეს სულიერ კეთილდღეობას განიცდის. ისინი სრულად ხარობენ საკუთარი შრომის ნაყოფით — ქრისტიანი მოწაფეების მზარდი რიცხვითა და უხვი სულიერი საკვებით (ესაია 55:1, 2; 65:14). თავისი ხალხის ერთგულების გამო იეჰოვა არ აძლევს მტრებს იმის საშუალებას, რომ ხელი შეუშალონ მათ სულიერ კეთილდღეობას ან წაართვან ნაყოფი, რომელიც მთელი გულით მსახურებას მოაქვს. იეჰოვასთვის მსახურებაში არც ერთი საქმე არ არის ფუჭი (მალაქია 3:10—12; ებრაელთა 6:10).

      19, 20. ა) როგორ გასუფთავდა სავალი იუდაელების იერუსალიმში დასაბრუნებლად? ბ) როგორ სუფთავდება დღეს გზა იმისათვის, რომ თვინიერი ადამიანები იეჰოვას ორგანიზაციაში შევიდნენ?

      19 ამ ახალი სახელით იეჰოვას ორგანიზაცია მრავალ გულწრფელ ადამიანს იზიდავს. მრავალი იკრიბება მასში და კარი კვლავაც ღიაა. ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «შედით, შედით კარიბჭეებში, გაუმზადეთ [„გაუსუფთავეთ“, აქ] სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს!» (ესაია 62:10).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 20 ცხებული ქრისტიანები 1919 წლიდან ღვთის მსახურებისთვის არიან გამორჩეული და „წმიდა გზით“ მიდიან (ესაია 35:8). მათ პირველებმა დაიწყეს სიარული სულიერ სავალზე, როცა დიდი ბაბილონიდან გამოვიდნენ (ესაია 40:3; 48:20). ღმერთმა მათ ის უპირატესობა მიანიჭა, რომ უხელმძღვანელონ ღვთის ძლიერი საქმეების გაცხადებას და სავალი უჩვენონ ხალხს. ქვებისგან სავალის გაწმენდას — დაბრკოლების ლოდების მოშორებას — ძირითადად, მათთვისვე მოჰქონდა სარგებლობა (ესაია 57:14). მათ ღვთის განზრახვებისა და სწავლებების ნათლად დანახვა ესაჭიროებოდათ. ცრუმოძღვრებები სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დადებული დაბრკოლების ლოდებია, მაგრამ იეჰოვას სიტყვა ‘უროსავით არის, კლდეს რომ ანგრევს’. ცხებულმა ქრისტიანებმა მისი მეშვეობით დაამსხვრიეს დაბრკოლების ლოდები, რომლებისთვისაც შეიძლება ფეხი წამოეკრათ იეჰოვასთვის მსახურების მსურველებს (იერემია 23:29).

      21, 22. რა ნიშანი მისცა იეჰოვამ მათ, რომლებიც ცრუ რელიგიას ტოვებენ, და საიდან ვიცით ეს?

      21 ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმმა დასაბრუნებლად და ტაძრის აღსადგენად ნიშანი მისცა დარჩენილ იუდაელებს (ესაია 49:22). 1919 წელს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ცრუ რელიგიის ტყვეობიდან გათავისუფლდა, უმიზნოდ ხეტიალი არ დაუწყიათ. მათ იცოდნენ თავიანთი დანიშნულება, რადგან იეჰოვასგან ნიშანი მიიღეს. რა ნიშანი? ეს ნიშანი ესაიას 11:10-შია ნაწინასწარმეტყველები: «იმ დღეს ხალხთა დროშად [„ნიშნად“, აქ] იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი». პავლე მოციქული ამ სიტყვებს იესოს უკავშირებს (რომაელთა 15:8, 12). დიახ, ნიშანი იესო ქრისტეა, რომელიც ზეციერი სიონის მთაზე მეფობს! (ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1).

      22 ცხებული ქრისტიანებიც და სხვა ცხვრებიც იესო ქრისტესთან არიან შეკრებილი, რათა გაერთიანებული იყვნენ უზენაესი ღვთისადმი თაყვანისცემაში. მისი მმართველობა გაამართლებს იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და აკურთხებს გულწრფელ ადამიანებს ყველა ერიდან. განა ეს მიზეზი არ არის ყოველი ჩვენგანისთვის, რომ ჩვენც ხოტბა შევასხათ მას?

      „მოდის შენი ხსნა“!

      23, 24. როგორ მოდის ხსნა ღვთის მორწმუნე ადამიანებისთვის?

      23 ახალი სახელი, რომელსაც იეჰოვა ცოლის მსგავს ორგანიზაციას არქმევს, მისი შვილების მარადიულ ხსნასთან არის დაკავშირებული. ესაია წერს: „აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წინაა მისი გასამრჯელო!“ (ესაია 62:11).

  • „ახალი სახელი“
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • დღეს იესოს ღვთისმიერი ხსნა მოაქვს ყველასთვის, ვისაც ღმერთი სწამს. თავისი გამეფებიდან — 1914 წლიდან — იესო აგრეთვე იეჰოვას მიერ დანიშნული მოსამართლე და განაჩენის აღმასრულებელია. გამეფებიდან სამ-ნახევარი წლის შემდეგ — 1918 წელს — მან განწმინდა იეჰოვას სულიერი ტაძარი, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებით იყო წარმოდგენილი (მალაქია 3:1—5). მისი, როგორც ნიშნის, გამოჩენით დაიწყო მესიანური სამეფოს მხარდასაჭერად მთელ დედამიწაზე უამრავი ხალხის შეკრება. ისევე როგორც ძველად, ახლაც „ხსნა“ ღვთის ისრაელისთვის მაშინ მოვიდა, როცა ისინი დიდი ბაბილონიდან გათავისუფლდნენ; ეს მოხდა 1919 წელს. ყველა თავგანწირულ მომკელს ელის „ჯილდო“, ანუ „საზღაური“ — მარადიული სიცოცხლე ზეცაში ან დედამიწაზე. ყველას, ვინც ერთგულებას ინარჩუნებს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მათი „შრომა ფუჭი არ არის უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58, სსგ).

      25. რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს?

      25 რა შესანიშნავი იმედი აქვთ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას, დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ წარმომადგენლებს და ყველას, ვინც მათთან თანამშრომლობს! (მეორე რჯული 26:19). ესაიამ იწინასწარმეტყველა: „დაარქმევენ მას: წმინდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი“ (ესაია 62:12). ერთ დროს „ზენა იერუსალიმი“, რომელიც ღვთის ისრაელით არის წარმოდგენილი, თავს მიტოვებულად გრძნობდა. ეს აღარასოდეს გამეორდება. იეჰოვას ხალხი ყოველთვის ღვთის მზრუნველობისა და მფარველობის ქვეშ იქნება და მის მოწონებას დაიმსახურებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება