საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი“

      16. როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს, მაგრამ რა დაემართებათ მის მიმტოვებლებს?

      16 წინასწარმეტყველება განსჯის იეჰოვას მიმტოვებლებს და აღწერს, რა განსხვავებული იქნება ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა მომავალი თვალთმაქც თაყვანისმცემელთა მომავლისგან: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!“ (ესაია 65:13, 14). იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. ისინი სიხარულით სავსე გულებით იყიჟინებენ. სიმაძღრე, დარწყულება და სიხარული იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემელთა ყოველგვარ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. მათგან განსხვავებით, მშიერ-მწყურვალი დარჩება ის, ვინც მიატოვა იეჰოვა. ღმერთი არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ისინი გამწარებული და დამწუხრებული იტირებენ და აყვირდებიან.

      17. რატომ აქვს დღეს ღვთის ხალხს სიხარულით ყიჟინს მიზეზი?

      17 იეჰოვას სიტყვები შესანიშნავად აღწერს იმ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას, რომლებიც მხოლოდ თავს აცხადებენ ღვთის მსახურებად. ქრისტიანულ სამყაროში მილიონობით ადამიანი სულგამწარებულია, მაშინ როდესაც იეჰოვას თაყვანისმცემლები სიხარულით ყიჟინებენ. მათ ნამდვილად აქვთ სიხარულის მიზეზი. ისინი კარგად იკვებებიან სულიერად. იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველყოფს მათ ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და ქრისტიანული შეხვედრების საშუალებით. დიახ, ღვთის სიტყვაში მოცემული აღმშენებლობითი ჭეშმარიტებები და მანუგეშებელი აღთქმები ნამდვილად „გულმხიარულს“ გვხდის!

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 21. რა ახალი ცა შეიქმნა 1914 წელს?

      21 გავიხსენოთ, რომ პეტრე მოციქულმა გაიმეორა ესაიას წინასწარმეტყველების სიტყვები, რითაც ცხადყო, რომ ის მომავალშიც უნდა შესრულებულიყო. მან დაწერა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). 1914 წელს დიდი ხნის ნანატრი ახალი ცა შეიქმნა. იმ წელს ზეციდან მმართველობა დაიწყო მესიანურმა სამეფომ, რომელიც იეჰოვამ მთელი დედამიწის მართვის უფლებამოსილებით აღჭურვა (ფსალმუნი 2:6—8). ეს სამეფო მთავრობა — ქრისტე და მისი 144000 თანამმართველი — ახალ ცას წარმოადგენს (გამოცხადება 14:1, სსგ).

      22. ვისგან შედგება ახალი მიწა და დღეს როგორ ემზადება ეს ხალხი იმისათვის, რომ ახალი საზოგადოების ბირთვად იქცეს?

      22 რა შეიძლება ითქვას ახალი მიწის შესახებ? როგორც ძველ დროში, ახალ მიწას ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც თავიანთი ნებით ემორჩილებიან ახალი ზეციერი მთავრობის მმართველობას. დღესაც კი მილიონობით ადამიანი ემორჩილება ამ მთავრობას და ცდილობს, დაიცვას მისი კანონები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. ისინი ყველა ერიდან, ენიდან და რასიდან არიან შეკრებილი და ერთად ემსახურებიან გამეფებულ იესო ქრისტეს (მიქა 4:1—4). როდესაც დღევანდელი ბოროტი სისტემა აღარ იარსებებს, ეს ჯგუფი იმ ახალი მიწის ბირთვს შექმნის, რომელიც, საბოლოოდ, ღვთის მოშიში ადამიანების მსოფლიო საზოგადოებად გადაიქცევა და ღვთის სამეფოს მიწიერ ნაწილს დაიმკვიდრებს (მათე 25:34).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • იეჰოვა ესაიას პირით ამბობს: «რადგან, აჰა, შევქმნი [„ვქმნი“, აქ] ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა» (ესაია 65:17).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 24. რატომ გაიხარებს იეჰოვა იერუსალიმის აღდგენით და რა აღარ გაისმება ქალაქის ქუჩებში?

      24 ესაიას წინასწარმეტყველება გრძელდება: «მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ [„იხარეთ და იმხიარულეთ“, აქ] სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა» (ესაია 65:18, 19).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 25, 26. ა) ჩვენს დროში როგორ ქმნის იეჰოვა იერუსალიმს „სამხიარულოდ“? ბ) როგორ გამოიყენებს იეჰოვა ახალ იერუსალიმს, და რატომ შეგვიძლია ვიხაროთ დღეს?

      25 იეჰოვა დღესაც ქმნის იერუსალიმს „სამხიარულოდ“. როგორ? როგორც უკვე დავინახეთ, ახალ ცაში, რომელიც 1914 წელს შეიქმნა, საბოლოოდ, ზეციერი მთავრობის 144000 წევრი — თანამმართველი — გაერთიანდება. ისინი წინასწარმეტყველებაში „ახალ იერუსალიმად“ არიან აღწერილი (გამოცხადება 21:2). სწორედ ახალი იერუსალიმის შესახებ ამბობს ღმერთი: „აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად“. ამ ახალი იერუსალიმის მეშვეობით ღმერთი უხვად აკურთხებს მორჩილ ადამიანებს. აღარასოდეს გაისმება ტირილისა და მოთქმის ხმა, რადგან იეჰოვა ყველას აგვისრულებს „გულის წადილს“ (ფსალმუნი 36:3, 4).

      26 დღეს ნამდვილად გვაქვს სიხარულის ყოველგვარი მიზეზი! მალე იეჰოვა თავის დიდებულ სახელს განწმენდს ყველა მოწინააღმდეგის მოსპობით (ფსალმუნი 82:18, 19). ამის შემდეგ მხოლოდ ახალი ზეცა იქნება მმართველი. ნამდვილად შესანიშნავი მიზეზებია ღვთის შექმნილზე მარადიულად სიხარულისა და მხიარულებისთვის!

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 30. რით ხარობენ დღეს იეჰოვას მსახურები და რით გაიხარებენ ახალ ქვეყნიერებაში?

      30 ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც შესრულდა. იეჰოვას ხალხი 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლდა და თავისი „მიწის“ ანუ მოღვაწეობისა და თაყვანისმცემლობის სფეროს აღორძინებას შეუდგა. მათ ჩამოაყალიბეს კრებები და სულიერი ნაყოფის აღება დაიწყეს. ამის შედეგად, იეჰოვას ხალხი დღესვე ტკბება სულიერი სამოთხითა და ღვთისგან მომდინარე მშვიდობით.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება