საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სულიერობის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • ერთი ლექსიკონი სულიერობას ასე განმარტავს: „რელიგიურ ფასეულობათა სიყვარული“ და „სულიერი ადამიანის თვისება“. აქედან გამომდინარე, სიტყვები „სულიერობა“, „სულიერი ადამიანი“ ან „სულიერზე კონცენტრირებული ადამიანი“ სინონიმებად ითვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულიერი ადამიანი ის არის, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი ანუ რელიგიური ფასეულობები.

  • სულიერობის ძიებაში
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • ამბობს, რომ სულიერობისთვის სულაც არ არის საჭირო, რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდე, მთავარია, გწამდეს ღმერთი. სხვების აზრით, სულიერობა რელიგიას არ უკავშირდება; ის შინაგანი სიმშვიდისა და სიცოცხლის აზრის ძიების სურვილია. მათი მტკიცებით, სულიერობის მაძიებლებს სულაც არ სჭირდებათ რელიგია. ნაცვლად ამისა, ისინი უნდა დაუკვირდნენ თავიანთ შინაგან განწყობას, გულის სიღრმეში დამალულ გრძნობებს. ერთი მწერალი ამბობს: „ჭეშმარიტი სულიერობა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ის იმაში გამოიხატება, როგორ ვავლენთ სიყვარულს გარემოსა და ადამიანების მიმართ, როგორ ვუყურებთ მათ და რა დამოკიდებულება გვაქვს მათთან. სულიერობას ვერ იპოვი ვერც ეკლესიებში და ვერც რელიგიურ მიმდინარეობებში“.

  • როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • გარდა იმისა, რომ მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია და რა სარგებლობა მოაქვს სულიერ საკითხებზე კონცენტრირებას, იმაზეც ვრცლად ისაუბრა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სულიერობა. ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე უხსნიდა, რით განსხვავდება ხორციელი ადამიანი (ადამიანი, რომელიც ხორცის სურვილებს არის აყოლილი) სულიერი ადამიანისგან (ადამიანისგან, რომელიც აფასებს სულიერს). პავლე წერს: „ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია“; შემდეგ კი ხსნის, რომ სულიერ ადამიანს „ქრისტეს გონება“ აქვს (1 კორინთელები 2:14—16).

      გქონდეთ „ქრისტეს გონება“ ძირითადად ნიშნავს, გქონდეთ „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომაელები 15:5; ფილიპელები 2:5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი სულიერია, თუ ისევე აზროვნებს, როგორც იესო, და მის ნაკვალევს მიჰყვება (1 პეტრე 2:21; 4:1).

  • როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • სულიერობა და „სულის ნაყოფი“

      ერთ-ერთი სახარების დამწერმა, ლუკამ აღნიშნა, რომ ნათლობისას იესოზე ღვთის წმინდა სული გადმოვიდა და ის ‘წმინდა სულით აღივსო’ (ლუკა 3:21, 22; 4:1). თავის მხრივ, იესომ მოწაფეებს ჩაუნერგა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ღვთის წმინდა სულის ანუ „მოქმედი ძალის“ ხელმძღვანელობის მიყოლა (დაბადება 1:2; ლუკა 11:9—13). რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ღვთის სულს შეუძლია შეცვალოს ადამიანის აზროვნება და მან ისევე დაიწყოს აზროვნება, როგორც ქრისტე აზროვნებდა (რომაელები 12:1, 2). წმინდა სული ადამიანში ავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“. ეს თვისებები, რომლებსაც ბიბლია „სულის ნაყოფს“ უწოდებს, ნამდვილად სულიერ ადამიანს ახასიათებს (გალატელები 5:22, 23). მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერზე კონცენტრირებული ადამიანი ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება.

  • როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • სულიერობა და ლოცვა

      სახარებებიდან ჩანს, რომ იესო ხშირად მიმართავდა ლოცვით ღმერთს (მარკოზი 1:35; ლუკა 5:16; 22:41). დედამიწაზე მსახურებისას იესო დროს გამოყოფდა ლოცვისთვის. მოწაფე მათემ დაწერა: „ხალხი რომ გაუშვა [იესომ], მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა“ (მათე 14:23). მშვიდ გარემოში ზეციერ მამასთან ურთიერთობით იესო ძლიერდებოდა (მათე 26:36—44). დღეს სულიერზე კონცენტრირებული ადამიანებიც ეძებენ ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობებს; მათ იციან, რომ ამგვარი მოქმედებით შემოქმედთან ურთიერთობას განიმტკიცებენ და მეტად აირეკლავენ ქრისტეს აზროვნებას.

      იესო ხშირად დიდხანს ლოცულობდა (იოანე 17:1—26). მაგალითად, 12 მოციქულის არჩევამდე იესო „მთაზე ავიდა, რომ ელოცა, და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკა 6:12). ის, ვინც სულიერზეა კონცენტრირებული, შეიძლება მთელი ღამე არ ლოცულობს, მაგრამ ცდილობს, მიჰბაძოს იესოს. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე ისინი დიდ დროს გამოყოფენ ლოცვისთვის და ღმერთს სთხოვენ, წმინდა სულით ხელმძღვანელობას, რათა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ სულიერ წინსვლას შეუწყობს ხელს.

      ამასთან ერთად იესო მხურვალედ ლოცულობდა, და ამაშიც უნდა მივბაძოთ მას. ყურადღება მიაქციეთ, რას გვეუბნება ლუკა იმის შესახებ, თუ როგორ ლოცულობდა იესო სიკვდილის წინ. „ემოციურ ტანჯვაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა“ (ლუკა 22:44). იესო ადრეც მხურვალედ ლოცულობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ის დედამიწაზე ყოფნისას ურთულესი გამოცდის წინაშე იდგა, „უფრო მხურვალედ“ ლოცულობდა, და ღმერთმაც უპასუხა მის ლოცვას (ებრაელები 5:7). სულიერზე კონცენტრირებული ადამიანები მიჰყვებიან იესოს მაგალითს. განსაკუთრებით რთული განსაცდელების წინაშე დგომისას ისინი „უფრო მხურვალედ“ სთხოვენ ღმერთს წმინდა სულს, ხელმძღვანელობასა და დახმარებას.

      აშკარაა, რომ იესო ხშირად და დიდხანს ლოცულობდა; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისმა მოწაფეებმაც მოისურვეს მიებაძათ მისთვის. მათ სთხოვეს იესოს: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). მსგავსად ამისა, დღესაც ყველა, ვინც სულიერს აფასებს და სურს, ღვთის წმინდა სულმა უხელმძღვანელოს, ცდილობს ისე ილოცოს, როგორც იესო ლოცულობდა. მართლაც, ლოცვის გარეშე არ არსებობს სულიერობა.

  • როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • დღესაც ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებით გამოირჩევიან ისინი, ვისაც ქრისტეს აზროვნება აქვს. ყველას, ვისაც მისი მიმდევრობა სურს, იესო მიმართავს: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). გარდა ამისა, იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ სამქადაგებლო საქმიანობა წმინდა სულის საშუალებით ხორციელდება; ამიტომ, ამ საქმიანობაში გულმოდგინე მონაწილეობა ჭეშმარიტი სულიერობის მაჩვენებელია (საქმეები 1:8).

  • როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აგვისტო
    • [ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

      რით გამოირჩევა სულიერი ადამიანი

      ◆ უყვარს ღვთის სიტყვა

      ◆ ავლენს სულის ნაყოფს

      ◆ ლოცულობს გამუდმებით და მხურვალედ

      ◆ სხვებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება