საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თქვენ შეგიძლიათ ჰპოვოთ ნამდვილი ბედნიერება!
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
    • დაახლოებით 2 000 წლის წინათ, იესო ქრისტემ მიუთითა სიცოცხლის გზაზე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი მშფოთვარე ცხოვრებისგან. ამ გზაზე სიარული სტრესის შემცირებაშიც დაგვეხმარება. იესოს სწავლებაში მარტივი, თუმცა ღრმა ჭეშმარიტებაა ჩადებული. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). დიახ, იესომ მოუწოდა თავის მსმენელებს, ყურადღება კაცობრიობის უდიდეს მოთხოვნილებაზე გადაეტანათ. ეს არის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ანუ ჭეშმარიტების ცოდნა ღვთისა და კაცობრიობისადმი მისი განზრახვების შესახებ.

      როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ჭეშმარიტებას შეუძლია დაგვეხმაროს იმის გარჩევაში, თუ რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი და რა — არა. ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს და ჩვენი ცხოვრებაც აზრით აღსავსე გახდება. რადგან სულიერი ჭეშმარიტება ღვთის განზრახვებს გვიმხელს, ის მომავლის იმედსაც გვისახავს.

  • ნამდვილი ბედნიერების რეცეპტი
    გამოიღვიძეთ! — 2006 | აპრილი
    • ნამდვილი ბედნიერების რეცეპტი

      გემრიელი კერძის მოსამზადებლად კარგი რეცეპტი და კარგი მზარეულია საჭირო. იმავეს თქმა შეიძლება ბედნიერებაზეც. ბედნიერების მიღწევა მხოლოდ ერთ ფაქტორზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ბევრზე. ესენია: სამუშაო, გართობა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა და სულიერი საქმეებით დაკავება. მაგრამ არსებობს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტორებიც, როგორიცაა ჩვენი შეხედულებები, სურვილები და მიზნები.

      რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბედნიერების რეცეპტის შედგენა ჩვენ არ გვიწევს. რატომ? ჩვენმა შემოქმედმა შესანიშნავი სახელმძღვანელო გვიბოძა. ეს არის ბიბლია, რომელიც დღეისათვის, მთლიანად თუ ნაწილობრივ, 2 377 ენასა და დიალექტზეა ნათარგმნი. ამ მხრივ, მას მსოფლიოში ბადალი არა ჰყავს!

      ბიბლიის თარგმანის ამდენ ენასა და დიალექტზე არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი დაინტერესებულია ადამიანების ბედნიერებითა და სულიერი კეთილდღეობით (საქმეები 10:34, 35; 17:26, 27). „მე ვარ . . . დამმოძღვრავი სასიკეთოდ“, — ამბობს ღმერთი. თუ დავიცავთ მის მცნებებს, ის გვპირდება, რომ ჩვენი მშვიდობა „მდინარესავით“ იქნება (ესაია 48:17, 18, სსგ).

      ღვთის ეს დანაპირები გვახსენებს წინა სტატიაში ციტირებულ იესოს სიტყვებს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). სულიერს მოწყურება ზერელე ღვთისმოსაობას არ ნიშნავს. პირიქით, ის მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ეს ნიშნავს იმის დიდ სურვილს, ვუსმინოთ ღმერთს და ვისწავლოთ მისგან, რადგან გვესმის, რომ მან გაცილებით მეტი იცის ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცით საკუთარ თავზე. „ბიბლია რომ ღვთის სიტყვაა, ყველაზე მეტად იმით ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ბიბლიური სწავლებების გამოყენებას წარმატებები მოაქვს“, — ამბობს ერორი, რომელიც 50 წელზე მეტია, რაც ბიბლიას იკვლევს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება