აღზარდე, როცა ჯერ კიდევ ჩვილია
თანამედროვე გამოკვლევის თანახმად, „ჩანასახს ფიზიოლოგიური რეაქცია აქვს ბგერებზე“. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა „აღმოაჩინეს რომ, როდესაც ფეხმძიმე ქალები უკითხავდნენ ჯერ არშობილ შვილს, შემდეგ იგივე ტექსტის კვლავ წაკითხვისას ახალ დაბადებულს ჰქონდა რეაქცია“, — ნათქვამია ნაშრომში, Winnipeg Free Press. როდესაც ფეხმძიმე ქალი ხმამაღლა კითხულობს, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვში კარგი მორალური თვისებების ჩანერგვას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ტიმოთემ ‘ბავშვობიდანვე იცოდა საღვთო წერილები’ (2 ტიმოთე 3:14, 15). როგორც ჩანს, ტიმოთეს დედა და ბებია აფასებდნენ ბავშვის აღზრდის მნიშვნელობას იმ დროიდან, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილია და, როგორც ჩანს, აღზრდაში ისინი ხმამაღალ კითხვასაც ითვალისწინებდნენ.
კითხვა არის „ყველაზე ძლიერი ხელოვნება, რომელსაც ჩვენ ვფლობთ დღეს საზოგადოებაში“, — ამბობს ავტორი ჯიმ ტრელიზი. ხმამაღალი კითხვით იზრდება ენისა და ლექსიკის ხელოვნება.
ბრძნულია ხმამაღალი კითხვის დაწყება მაშინვე, როდესაც საუბარს იწყებ შენს ჩვილთან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არშობილი ბავშვი ან კიდევ ახალშობილი თავდაპირველად ვერ გებულობს შენს ნათქვამს, მოსალოდნელი ხანგრძლივი სასარგებლო შედეგები ღირს ასეთ მოქმედებად. იგავნის 22:6-ში ნათქვამია: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“.
რა შეგიძლია წაიკითხო, რომ პრაქტიკულიც იყოს და სასარგებლოც? ყოველდღიურად წაუკითხე ბავშვს ბიბლია. აგრეთვე სხვა ფასეული პუბლიკაციებიც, როგორიცაა: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „საგუშაგო კოშკის“ სტატიები.
მართალია, ასეთ მოქმედებას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ეს დრო სასარგებლოდ იქნება გატარებული. ეს არის რეალური საშუალება ბავშვზე ზრუნვისა და სიყვარულის გამოსავლენად.