საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ქიმიკოსი რობერტ შაპირო ამბობს: „ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ირწმუნება, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ნაერთი ნაპოვნი იქნა მეტეორიტებში და ამ ნაერთების წარმოქმნა ადვილად შეიძლება ისეთივე ექსპერიმენტებით, როგორიც მილერმა ჩაატარა. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.2b

      ახლა ვისაუბროთ რნმ-ის მოლეკულაზე. ის შედგება უფრო მცირე ზომის მოლეკულებისგან, რომლებსაც ნუკლეოტიდები ეწოდება. ნუკლეოტიდი ამინომჟავისგან განსხვავებული და მასზე ოდნავ რთული მოლეკულაა. შაპირო ამბობს: „ელექტრული მუხტის გატარებით ჩატარებული ექსპერიმენტებისა თუ მეტეორების გამოკვლევის შედეგად ვერც ერთი ტიპის ნუკლეოტიდი ვერ მიიღეს“.3 ის დასძენს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტების ნაზავიდან თვითწარმოქმნის უნარის მქონე რნმ-ის მოლეკულის თავისთავად წარმოქმნის ალბათობა „იმდენად მცირეა, რომ მსგავსი რამ სამყაროში თუნდაც ერთხელ მხოლოდ საოცარი იღბლიანი შემთხვევის წყალობით თუ მოხდებოდა“.4

      რნმ, ცილები, და რიბოსომები

      (1) რნმ-ის საშუალებით ხდება (2) ცილების წარმოქმნა, თავის მხრივ ცილებიც მონაწილეობენ რნმ-ის შექმნაში. შესაძლებელია რომელიმე მათგანი შემთხვევით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩენილიყო? (3) რიბოსომები განხილული იქნება შემდეგ ნაწილში.

  • როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
    სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება
    • b პროფესორ შაპიროს არ სჯერა, რომ სიცოცხლე ვინმემ შექმნა. მისი აზრით სიცოცხლე თავისით გაჩნდა დღემდე აუხსნელი პროცესების შედეგად. 2009 წელს მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის მეცნიერები იტყობინებოდნენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში ზოგიერთი ნუკლეოტიდის შექმნა შეძლეს. მაგრამ, როგორც შაპირომ განაცხადა, მათი „რეცეპტი“ „სრულებითაც არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რნმ-ის სამყაროში შეღწევა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება