-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
„უფლის მორჩი“
5, 6. ა) როგორ აღწერს ესაია მშვიდობიან პერიოდს, რომელიც კარს მომდგარი უბედურების შემდეგ დადგება? ბ) რას ნიშნავს სიტყვა „მორჩი“ და რას გამოხატავს ის იუდასთან დაკავშირებით?
5 ესაია ახლა ტონს არბილებს და იმ მშვიდობიანი პერიოდის შესახებ იწყებს წინასწარმეტყველებას, რომელიც კარს მომდგარი ქარტეხილის შემდეგ დადგება: „იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის“ (ესაია 4:2).
6 ესაია აღორძინების შესახებ ლაპარაკობს. ებრაული არსებითი სახელი, რომელიც აქ „მორჩად“ არის ნათარგმნი, „აღმონაცენს“, „ყლორტს“ ან „ტოტს“ ნიშნავს. ის აყვავებასთან, ზრდასა და იეჰოვას კურთხევებთან არის დაკავშირებული. ამგვარად, ესაიას სიტყვები იმედის მომცემია, რომ მოახლოებული აოხრების პერიოდი მარადიულად არ გაგრძელდება. ერთ დროს იუდას ბარაქიანი მიწა-წყალი, იეჰოვას კურთხევით, ხალხს კვლავ უხვად მისცემს ნაყოფს (ლევიანნი 26:3—5)a.
-
-
იეჰოვა იწყნარებს გადარჩენილებსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
a ზოგი მკვლევარის აზრით, „იეჰოვას მორჩში“ ნაგულისხმებია მესია, რომელიც იერუსალიმის აღდგენის შემდეგ უნდა მოსულიყო. არამეულ თარგუმებში ეს სიტყვები გვხვდება, როგორც „იეჰოვას მესია [ქრისტე]“. აღსანიშნავია, რომ იგივე ებრაული არსებითი სახელი (ცემაქ) მოგვიანებით იერემიას აქვს გამოყენებული, როდესაც მესიას დავითის „მართალ მორჩს“ უწოდებს (იერემია 23:5; 33:15).
-