-
დისლექსიამ ვერ შემაჩერაგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
სწავლის პროცესი რომ დამეჩქარებინა, გავემგზავრე შრი-ლანკაზე, სადაც უმეტესობა ამ ენაზე საუბრობს.
შრი-ლანკაში 1996 წლის ოქტომბერში ჩავედი. მაშინ ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ცოტა ხანს ქალაქ ვავუნიიაში ვცხოვრობდი, რომელიც ორი დაპირისპირებული მხარის საზღვარზე მდებარეობდა. ადგილობრივ მოწმეებს ეკონომიკურად უჭირდათ, მაგრამ მათ სიყვარულსა და სტუმართმოყვარეობას საზღვარი არ ჰქონდა. ისინი მთელი მონდომებით მეხმარებოდნენ ტამილურის სწავლაში. მათზე, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ის, რომ მე, ერთადერთი ევროპელი იმ მხარეში, მათ ენაზე საუბარს ვცდილობდი. მათი მადლიერება და თავმდაბლობა მიადვილებდა მათთან ბიბლიის შესახებ საუბარს.
დანიაში დაბრუნება 1997 წლის იანვარში მომიწია. მომდევნო წელს დავქორწინდი პიონერ დაზე, კამილაზე. გული ისევ შრი-ლანკისკენ მიმიწევდა, ამიტომ მეუღლესთან ერთად იქ 1999 წლის დეკემბერში გავემგზავრე. ცოტა ხანში ადგილობრივ მოწმეებთან ერთად მრავალ ბიბლიის შესწავლას ვატარებდით როგორც ოჯახებთან, ისე ცალკეულ ადამიანებთან. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით სამქადაგებლო მსახურებაში და თან ენასაც ვსწავლობდით.
დანიაში 2000 წლის მარტში დავბრუნდით. ჩვენს საყვარელ თანაქრისტიანებთან და ბიბლიის შემსწავლელებთან დაშორება ძალიან გაგვიჭირდა.
-
-
დისლექსიამ ვერ შემაჩერაგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
[სურათი 23 გვერდზე]
თანაქრისტიანთან ერთად შრი-ლანკაზე
-