საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაა ჩვენი მწყემსი
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
    • 13. რით გამოხატა დავითმა ფსალმუნის 23:4-ში იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და რატომ არ არის ეს გასაკვირი?

      13 დავითი მოიხსენიებს თავისი ნდობის მესამე მიზეზს: იეჰოვას იცავს თავის ცხვარს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნები 23:4, აქ). დავითი ამ სიტყვებში უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაზე, რადგან მისადმი მიმართვისას „შენ“ ნაცვალსახელს იყენებს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან დავითი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი გაჭირვების დროს. დავითს მრავალჯერ მოუწია „სიბნელით მოცულ ხევში“ სიარული — მაშინ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ ის არ დაემონა შიშს, რადგან გრძნობდა, რომ ღმერთი — თავისი შემართული „ჯოხითა“ და „კვერთხით“ — მასთან იყო. დავითს ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იცავდა მას და ეჭვგარეშეა, იზიდავდა, რომ დაახლოებოდა მასb.

  • იეჰოვაა ჩვენი მწყემსი
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
    • 15, 16. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა იმ განსაცდელებთან გამკლავებაში, რომელთაც შეიძლება წავაწყდეთ? ბ) მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, როგორ დახმარებას გვიწევს იეჰოვა განსაცდელების დროს.

      15 იეჰოვა არ გვპირდება სასწაულებრივ ჩარევასc. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: იეჰოვა დაგვეხმარება ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაში, რასაც კი შევხვდებით. ის სიბრძნეს მოგვცემს, რათა თავი გავართვათ „ნებისმიერ განსაცდელს“ (იაკობი 1:2—5). მწყემსი თავის ჯოხს ანუ კვერთხს არა მხოლოდ მტაცებლების მოსაგერიებლად იყენებს, არამედ მსუბუქად უბიძგებს თავის ცხვრებს, რათა მათ სწორი მიმართულებით იარონ. იეჰოვა მსუბუქად გვიბიძგებს ჩვენ, შესაძლოა თანამორწმუნის საშუალებით, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჩვენს მდგომარეობაზე. გარდა ამისა, იეჰოვა ძალას მოგვცემს, რათა ყველაფერი გადავიტანოთ (ფილიპელები 4:13). თავისი წმინდა სულის საშუალებით მას შეუძლია უზრუნველგვყოს „ძალით, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). ღვთის სული შეგვაძლებინებს, გადავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი, რომლებიც შეიძლება სატანამ დაგვატეხოს თავს (1 კორინთელები 10:13). განა არ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის დასახმარებლად?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება