საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნორმები იცვლება, ნდობას არ ამართლებენ
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ივნისი
    • ოჯახური ცხოვრებისა და ზნეობრიობის ნორმები

      რა შეიძლება ითქვას ოჯახური ცხოვრებისა და ზნეობრივი ნორმების ცვლილებასთან დაკავშირებით? ასეთი ცვლილებების შედეგი შეიძლება ბევრად უფრო საზიანო აღმოჩნდეს. თანამედროვე ცნობები ოჯახების ნგრევის, განურჩევლად ყველასთან სქესობრივი კავშირებისა და ბავშვებზე საყოველთაოდ გავრცელებული ძალადობის შესახებ მრავალს თავზარსა სცემს და იმის დამადასტურებელია, რომ ზნეობრივი ნორმების დაკნინების პერიოდში ვცხოვრობთ. ოჯახები, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია, ბავშვების ჰომოსექსუალისტების მიერ გაზრდა და მათზე საშინელი სქესობრივი ძალადობა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით ხდება, არის შედეგები იმისა, რომ ხალხმა მიღებულ ნორმებს ზურგი აქცია. ადამიანები ხდებიან უფრო და უფრო „თავმოყვარენი. . . მოძულენი. . . კეთილის მოძულენი. . . უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4).

      ზნეობრივი ნორმების დაცემა და ნდობის უგულოდ გამტყუნება ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ ჰიდეში ყველასათვის ცნობილი გახდა ექიმის ეთიკის აბსოლუტური იგნორირების ფაქტი; ამ ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა „პატივს სცემდა და ენდობოდა“ თავიანთი ოჯახის ექიმს. მაგრამ ამ ექიმმა, სამწუხაროდ, მათი ნდობა არ გაამართლა. როგორ? სასამართლო პროცესიდან მოწოდებულ ცნობაში აღნიშნული იყო, რომ ოჯახის ერთი ექიმის მიზეზით, მდედრობითი სქესის, სულ მცირე, 15 პაციენტი გარდაიცვალა. მალე პოლიციამ კვლავ გადახედა ამ საქმეს და ნახა, რომ ამ ექიმის ხელი 130 სხვა ადამიანის სიკვდილშიც ერია. თუ რამდენად არ გაამართლა ნდობა ამ ექიმმა, მხოლოდ მისი დანაშაულის დამტკიცებისა და განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოჩნდა. ციხის პერსონალიდან ორს, რომელთა დედების სიკვდილიც შეიძლება ამ ექიმის მიზეზით ყოფილიყო განპირობებული, მოვალეობა შეუცვალეს; ასე რომ, მათ არ მოუწევდათ ამ სამარცხვინო პატიმარზე ზრუნვა. გასაკვირი არ არის, რომ ამ შემთხვევის გაშუქებისას „დეილი ტელეგრაფმა“ ეს ოჯახის ექიმი „საშინლად ბოროტ ექიმად“ მოიხსენია.

  • ვის ნორმებს შეგიძლიათ ენდოთ?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ივნისი
    • რატომ ეცემა დღეს ნორმები?

      ბიბლია მიუთითებს დღეს ნორმების დაცემის მიზეზზე. საღვთო წერილის ბოლო წინგი „გამოცხადება“ აღწერს ზეცაში ომს, რომლის შედეგებიც დღემდე მოქმედებს მთელ კაცობრიობაზე. მოციქული იოანე წერდა: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“ (გამოცხადება 12:7—9).

      რა მოჰყვა მაშინვე ამ ომს? იოანე განაგრძობს: „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).

      „ვაი მიწას“ მაშინ დაატყდა თავს, როდესაც 1914 წელს I მსოფლიო ომი დაიწყო; ამ ომით დასრულდა ეპოქა, რომლის ნორმებიც ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელი ნორმებისგან. „პირველი მსოფლიო ომი (1914—1918) ჰგავს გადამწვარი მიწის ზოლს, რომელიც იმ დროს ჩვენი დროისგან გამოყოფს — აღნიშნავს ისტორიკოსი ბარბარა ტუკმანი. — ამდენი ადამიანის სიცოცხლის შეწირვამ, რომლებსაც შეეძლოთ წლების განმავლობაში ეცოცხლათ და ეშრომათ, რწმენის დაკარგვამ, იდეების შეცვლისა და მოლოდინის არგამართლების განუკურნებელმა ჭრილობებმა, ომმა, ომამდელ და შემდგომ ეპოქებს შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უფსკრული წარმოშვა“. მსგავს აზრს გამოთქვამს სხვა ისტორიკოსი ერიკ ჰობსბამი: „1914 წლიდან განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება იმ ზნეობრივი ნორმების დეგრადაცია, რომლებიც მოცემულ პერიოდში ნორმალურად ითვლებოდა. . . ძალზე რთულია ჩასწვდე ამ [დეგრადაციის] მასშტაბებს, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, უფრო და უფრო იზრდება; უკან მიაბრუნო ის, რასაც ჩვენი წინაპრები მეცხრამეტე საუკუნეში ყველაფერზე ნების დამრთველ ნორმებს დაარქმევდნენ“.

      თავის წიგნში „ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია“ ავტორი ჯონათან გლოვერი აღნიშნავს: „ჩვენი დროის ერთ-ერთი თავისებურება ზნეობრივი კანონის გაქრობაა“. თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი ზნეობრივი კანონის ზებუნებრივი წარმომავლობის მიმართ (რადგან დასავლეთის ქვეყნებში რელიგია კნინდება), ის შემდგომ გაფრთხილებას იძლევა: „მათ, ვისაც არ გვწამს რელიგიური ზნეობრივი კანონის, მაინც უნდა გვაღელვებდეს მისი გაქრობის ფაქტი“.

      დღეს ნდობის გამტყუნება — იქნება ეს კომერციაში, პოლიტიკასა თუ რელიგიაში, პირად თუ ოჯახურ ურთიერთობებშიც კი — და მისი საშინელი შედეგები ეშმაკის ბოროტებით აღსავსე გეგმის ნაწილია, რომელიც მან იმ მიზნით დაისახა, რომ დედამიწის მკვიდრთ „ვაი“ დაატეხოს თავს. სატანას განზრახული აქვს ბოლო წუთამდე იბრძოლოს და თავისთან ერთად მოსპოს ყველა, ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრებას ცდილობს (გამოცხადება 12:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება